Get All Access for $5/mo

თიბისი მზადაა დისტანციური მუშაობისთვის ცვლილება არ გამოიწვევს შეფერხებას მომსახურების და ოპერაციების კუთხით

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

TBC

თიბისი, როგორც ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანია რეგიონში, ითვალისწინებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით და მზადაა უახლოეს დღეებში მაქსიმალურად და ეტაპობრივად გადავიდეს დისტანციურ მუშაობაზე. თიბისი ზრუნავს თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე და ამასთან ერთად იაზრებს პასუხისმგებლობას, რაც კომპანიის შეუფერხებლად ფუნქციონირებას უკავშირდება.

თიბისის სტრატეგია ბოლო წლების განმავლობაში დისტანციური არხების განვითარება და გაციფრულებაა, ტრანზაქციების 93% ონლაინ ხორციელდება. განვითარებული ციფრული და დისტანციური არხები დაგვეხმარება, მაქსიმალურად გავუმარტივოთ ადამიანებს ფინანსური სერვისებით სარგებლობა ამ პერიოდში და აარიდებს მათ დამატებით საფრთხეებს.

ცვლილება არ გამოიწვევს შეფერხებას მომსახურების და ოპერაციების კუთხით და უსაფრთხო იქნება, როგორც თანამშრომლებისთვის, ისე 2 მილიონზე მეტი მომხმარებლისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენს მომხმარებლებს მომსახურებაში შეფერხება არ ჰქონდეთ. ამაში ძალიან გვეხმარება დისტანციური არხები, ჩვენ ბევრი სერვისის გაწევა შეგვიძლია ისე, რომ მომხმარებლებს ფილიალში მოსვლა არ დასჭირდეთ. ვითვალისწინებთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს, რომ საფრთხე მინიმუმამდე შევამციროთ," - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

თიბისი მზად არის, ინდივიდუალურად განიხილოს შეღავათები მომხმარებლებისთვის და ბიზნესებისთვის, კოორდინირებულად მუშაობს მთავრობასთან და ითვალისწინებს გამოწვევებს, რომელიც ტურიზმის სფეროს ამ გაზაფხულს შეექმნა.

თიბისისთვის მნიშვნელოვანია გუნდის ყოველი წევრის და მომხმარებლის ჯანმრთელობა!

გისურვებთ ჯანმრთელობას!

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

სიახლეები

უცნობი პროფესია - რას ნიშნავს, იყო ტუროპერატორი?

გაიგეთ როგორ შეიძლება დაეუფლოთ ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად პროფესიას

როგორ დავიწყო ბიზნესი

9 მიზეზი, თუ რატომ უნდა დაიწყოთ დამატებითი ონლაინბიზნესი

დამატებითი სამსახური შესაძლოა არცთუ ძვირადღირებული და ამავე დროს, მნიშვნელოვანი ვარიანტი აღმოჩნდეს თქვენი შემოსავლის გასაზრდელად

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი