Ending Soon! Save 33% on All Access

თიბისის აგრობარათი ფერმერებისთვის აქ.ახლა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

TBC

თიბისი ფერმერებს სრულიად ახალ პროდუქტს - აგრობარათს სთავაზობს, რომელსაც ისინი მთელი წლის მანძილზე ყოველდღიურ საქმიანობაში მარტივად გამოიყენებენ. ფერმერებს შეეძლებათ აგრობარათით დაფარონ სამეურნეო წლის განმავლობაში მეურნეობისთვის საჭირო ყველა მიმდინარე ხარჯი, როგორიცაა სათესლე და სარგავი მასალების, შხამქიმიკატების, ცხოველის საკვების ანდა ვეტპრეპარატების, საწვავის, სხვადასხვა აგრო მომსახურების (მაგ.: ნიადაგის დამუშავება, თესვა და ა.შ) შეძენა, მუშახელისა და მოსავლის აღების ხარჯების დაფინანსება.

ფერმერებს ბარათზე ინდივიდუალური საკრედიტო ლიმიტი ექნებათ, რომლისთვისაც არ მოუწევთ ყოველი წლის დასაწყისში ბანკში მისვლა და ერთხელ დამტკიცებულ ლიმიტს ოთხი სამეურნეო წლის განმავლობაში გამოიყენებენ. ეს კი მათ საშუალებას მისცემთ მომდევნო წლისთვის საჭირო მოსამზადებელი სამუშაოები აგროვადების დაცვით დროულად განახორციელონ, ასევე ხელსაყრელ ფასად შეიძინონ მათი საქმიანობისთვის საჭირო ყველა მასალა.

ფერმერები წლის განმავლობაში აგრობარათზე ათვისებული თანხის და მასზე დარიცხული პროცენტის გადახდას მეურნეობის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე შეძლებენ. მაგალითად, არასეზონური აგრობიზნენსის მფლობელებს შეუძლიათ ათვისებულ თანხაზე დარიცხული პროცენტი ყოველთვიურად გადაიხადონ და მთლიანი თანხა ვადის ბოლოს მეოთხე წელს დაფარონ, ხოლო მათ ვისაც ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურები აქვთ, გადახდა მოსავლის აღების და რეალიზაციის შემდეგ წელიწადში ერთხელ შეეძლებათ. ასეთ შემთხვევაში ვალდებულების სრულად დაფარვის შემდეგ, ფერმერს ბანკისგან დამოუკიდებლად კვლავ შეუძლია აითვისოს ბარათზე განსაზღვრული საკრედიტო ლიმიტი.

თიბისის აგრობარათი ფერმერის საქმიანობაზე სრულად მორგებულია, რადგან ფერმერს მოსავლის რეალიზაციიდან მიღებული თანხა შეუძლია ამავე ბარათზე განათავსოს და მასზე საპროცენტო სარგებელი დაერიცხება. ეს ბარათი იმითაც უნიკალურია, რომ მფლობელი მისი გამოყენებისას ისარგებლებს სპეციალური ფასდაკლებებით ქვეყნის მასშტაბით არსებულ აგრო მაღაზიებსა და მომსახურების ობიექტებზე. აგრობარათის პარტნიორი აგრო კომპანიების რიცხვი კი თანდათან იზრდება.

ბარათის მაქსიმალური საკრედიტო ლიმიტი 20 000 ლარია, რომელიც ინდივიდუალურად 4 წლის ვადით განისაზღვრება. აგრობარათის აღება შეეძლება სოფლის მეურნეობაში ჩართულ ყველა ფიზიკურ პირს, მცირე ოჯახური ანდა ფერმერული მეურნეობის მფლობელებს.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ

მარკეტინგი

რა დავარქვა ჩემს კომპანიას?

ნუ დაარქმევთ კომპანიას თქვენს, ან თქვენი ოჯახის წევრების სახელებს