Ending Soon! Save 33% on All Access

თიბისის მობაილბანკით სარგებლობა უკვე ინტერნეტის გახარჯვის გარეშეა შესაძლებელი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

TBC

აქ.ახლა, თიბისის მობაილბანკით სარგებლობა კიდევ უფრო გამარტივდა. დღეიდან, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, მობაილბანკში სასურველი საბანკო ოპერაცია შეასრულონ მაშინაც კი, როცა მობილურ ტელეფონში ინტერნეტპაკეტი ან მეგაბაიტები ამოწურული აქვთ. ისინი ისარგებლებენ მობაილბანკის უფასო ინტერნეტით და არ დაეხარჯებათ საკუთარი თანხა ან ინტერნეტპაკეტი.

სიახლე თიბისიმ მომხმარებლის ცხოვრების გასამრტივებლად შეიმუშავა. უინტერნეტო მობაილბანკით სარგებლობისთვის, მომხმარებელს მობილურ ტელეფონში ინტერნეტი - ე.წ. Cellular data უნდა ჰქონდეს ჩართული. აპლიკაციის გამოყენებას კი ის ინტერნეტის დახარჯვის გარეშე შეძლებს.

„მობაილბანკის გუნდი მუდმივად ვცდილობთ, მომხმარებლებს ისეთი სერვისები და პროდუქტები შევთავაზოთ, რაც მათ ბანკთან ურთიერთობას კიდევ უფრო გაუმარტივებს.

აღნიშნული ცვლილებაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება. თითოეული ჩვენგანი ალბათ, ხშირად ყოფილა ისეთ სიტუაციაში, როცა მობილურის ბალანსი გვეწურება, არ გვაქვს ინტერნეტპაკეტი გააქტიურებული და ბალანსის შესავსებად მობაილბანკში შესვლა გვჭირდება. დარწმუნებული ვართ, სიახლე მომხმარებელს ამ პრობლემებს გადაუჭრის და კიდევ უფრო გაუმარტივებს სასურველი საბანკო ოპერაციის შესრულებას", - თეა კობახიძე, თიბისის მობაილბანკის გუნდის წევრი.

სიახლით სარგელობას თიბისის მობაილბანკის მომხმარებლები უკვე დღეიდან შეძლებენ.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

არ გაჩერდე, საქართველო

როცა ერთობა ასე ანათებს თავისუფლება გარდაუვალია

ტექნოლოგიური ტრენდები

რატომ არის Google Workspace აუცილებელი თქვენი ბიზნესისთვის?

რას წარმოადგენს Google Cloud-ის Google Workspace?!

მარკეტინგი

როგორ შევურჩიოთ სახელი კომპანიას?

ნებისმიერი სახელწოდება შეიძლება ეფექტური გამოდგეს, თუკი ზურგს მყარი მარკეტინგული სტრატეგია უმაგრებს

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ