Ending Soon! Save 33% on All Access

თინათინ ზოიძემ აჭარა ზალცბურგის ევროპის სამიტზე წარადგინა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპრტამენტი

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძე ზალცბურგის ევროპის სამიტს ესწრება. ღონისძიებაზე, რომელშიც 20-ზე მეტი ევროპული ქვეყნის ოფიციალური პირი მონაწილეობს, თინათინ ზოიძემ აჭარის ტურისტული პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა. სამიტზე სიტყვით გამოსვლისას რეგიონის ტურისტული შესაძლებლობების წარმოჩენასთან ერთად მან საქართველოს ევროპულ მომავალსა და ამ კუთხით მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა.

ზალცბურგის ევროპის სამიტი ავსტრიაში ევროპის რეგიონების ინსტიტუტის ორგანიზებით იმართება, რომელშიც ევროპის 23 ქვეყნის 130 რეგიონი, ქალაქი, მუნიციპალიტეტი და საწარმოა გაერთიანებული. მათ შორისაა აჭარა, რომელიც ევროპის რეგიონთა ინსტიტუტში 2012 წელს გაწევრიანდა. სამი დღის განმავლობაში პარლამენტარები, ევროკომისიის წევრები და სხვა ოფიციალური პირები ევროპასა და მშვიდობაზე საუბრობენ, მათ შორის ტურიზმის მიმართულებით.

ევროპის რეგიონთა ინსტიტუტის მიზანს წარმოადგენს რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის ქსელის ჩამოყალიბება, როგორც საზოგადოებრივი, ასევე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში მათი ინტერესების მხარდაჭერა. ზალცბურგის ევროპის სამიტი 6 ოქტომბერს გაიხსნა და დღეს დასრულდება.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ

მარკეტინგი

რა დავარქვა ჩემს კომპანიას?

ნუ დაარქმევთ კომპანიას თქვენს, ან თქვენი ოჯახის წევრების სახელებს