Ending Soon! Save 33% on All Access

ბაზარზე ახალი სატრანსპორტო კომპანია Cargo Polo გამოჩნდა ლოჯისტიკური პროცესები ისეთი აღარასოდეს იქნება როგორც ადრე!

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ავტომობილების იმპორტის ბაზარზე ახალი მაღალტექნოლოგიური ლოჯისტიკური კომპანია Cargo Polo გამოჩნდა, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონებში იოპერირებს და დილერებს მოემსახურება აშშ-დან ავტომობილებისა და სხვა მძიმე სატრანსპორტო საშუალებების შესყიდვისა და ტრანსპორტირების სერვისების სრული სპექტრით. კომპანია დაფუძნებულია საერთაშორისო ლოჯისტიკურ ბაზარზე 20 წლიანი გამოცდილების მქონე პარტნიორების მიერ და აერთიანებს 100-მდე თანამშრომელს როგორც აშშ-ში ისე მიმღებ ქვეყნებში.

  • 17 აქტიური მიმღები პორტი
  • საწყობების საერთო ფართობი: 35 აკრი
  • საერთო საპარკინგე ადგილები საწყობებში 6,000 ავტომობილისათვის
  • ყოველდღიური საშუალო ჩატვირთვების მაჩვენებელი: 70-100 კონტეინერი
  • Კონსოლიდაციის საშუალო დრო: 3-7 დღე

ასეთია Cargo Polo-ს ინფრასტრუქტურული რესურსები.

Საქართველოში ავტომობილების ტრანსპორტიორი კომპანიების უმეტესობა მუშაობს როგორც სადილერო ისე საცალო სეგმენტზე. ამ ფონზე კი კარგო პოლო ირჩევს ნიშურ როლს - პარტნიორებად აირჩიოს მხოლოდ ავტოდილერები და კონცენტირდეს სფეროში მცირე ბიზნესების გაძლიერებაზე.

კარგო პოლოს პარტნიორ დილერებს შესაძლებლობა აქვთ მანქანები შეიძინონ თითქმის ყველა პლატორმიდან ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით. Შესყიდვების პროცესის გამარტივებისთვის, კომპანიამ შექმნა ფინანსური მხარდაჭერის სისტემა, რაც ავტოდილერებს მათზე მორგებული ფინანსური ალოკაციის საშუალებას აძლევს. დაკვეთილი ავტომობილების შესყიდვისთვანავე იწყება ტვირთვის ტრანსპორტირების პროცესი, რომელიც მრავალეტაპიან ლოჯისტიკურ სქემასთანაა დაკავშირებული. ეს პროცესი კი 3 ძირითადი პრინციპის ქვეშ არსებული გაიდლაინებით ხორციელდება.

  • ტრანსპორტირების უსაფრთხოება
  • გადაზიდვის სისწრაფე
  • სტანდარტული პროცესების მაქსიმალური პერსონალიზაცია თითოული ავტოდილერის საჭიროებებზე

"ლოჯისტიკური პროცესები ისეთი აღარასოდეს იქნება როგორც ადრე! კარგოპოლო ახალი თაობის ტექნოლოგიური კომპანიაა, რომლის მიზანია დილერებისთვის კარგად ნაცნობი ბიზნეს პროცესები და მათი შესრულების ხარისხი აიყვანოს ახალ ნიშნულებამდე. ჩვენთან შეხვდები უამრავ ინოვაციურ პროდუქტსა და მიმართულებას. თუ ხარ დილერი და დაკავებული ხარ ავტომობილების იმპორტით, მაშინ შენთვის ბევრი საინტერესო სიახლე გვაქვს!" - ამბობენ კომპანიაში.

მეტი დეტალებისთვის ეწვიეთ ვებსაიტს: www.cargopolo.com

ოფისი: თბილისი, აკაკი ბელიაშვილის ქუჩა #187

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

სიახლეები

Tazo Design - თანამედროვე ტექნოლოგიები და უნიკალური ხედვა ინდუსტრიულ დიზაინში

"მომწონს, როცა ხელოვნება და ტექნოლოგია ხვდება ერთმანეთს და თან გარკვეულ პრობლემას ჭრის. სწორედ თვითგამოხატვის ეს საშუალებაა ინდუსტრიული დიზაინი"

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ