📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სტუდენტებისთვის ლიტერატურული კონკურსი გაიმართება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკისა და „თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქის" პარტნიორობა გრძელდება. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გამომცემლობა „პალიტრა L-ის" თანამშრომლობით, საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების მოქმედი სტუდენტებისთვის ლიტერატურული კონკურსი გაიმართება.

15 გამარჯვებული სტუდენტი, ოქტომბრის ბოლოს, ხუთ ტუტორთან ერთად გაემგზავრება საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში, სადაც, ხუთი დღის განმავლობაში მხატვრული წერის, რედაქტირების, დაკაბადონებისა და წიგნის გამოცემასთან დაკავშირებულ სხვადასხვა თემაზე, ლექციები ჩაუტარდებათ.

კურსის დასრულების შემდეგ, პროექტის მონაწილე სტუდენტებმა, ორი კვირის განმავლობაში, ახალი მოთხრობა უნდა დაწერონ. ყველა მოთხრობას ერთ კრებულად გამომცემლობა, „პალიტრა L" გამოსცემს, ხოლო, 19 ნოემბერს, სამი საუკეთესო მოთხრობის ავტორს, გადაეცემა ფულადი ჯილდო. ასევე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ბანკის სტუდენტური ბარათი, საკუთარ რჩეულებს დაასახელებენ.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი ან/და პროფესიული სასწავლელების სტუდენტემა, მისამართზე wbclit2021@gmail.com, უნდა გააგზავნონ სასწავლებლის მიერ გაცემული სტუდენტის მოქმედი სტატუსის დამადასტურებელი ცნობა და მხატვრული მოთხრობა, არანაკლებ, ორი და, არაუმეტეს, ხუთი გვერდისა (12-იანი შრიფტით). განაცხადების მიღება 23 სექტემბერს დაიწყება და 6 ოქტომბერს დასრულდება, რის შემდეგაც, სპეციალურად შერჩეული ჟიური, ნაწარმოებების შეფასებას შეუდგება.

ინფორმაციისთვის, UNESCO-ს პროექტი, „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი" თბილისის მერიის ინიციატივითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება. აღნიშნული ერთ-ერთია იმ მრავალი პროექტიდან, რომელსაც საქართველოს ბანკი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, განათლების ხელშეწყობის მიზნით ახორციელებს. ვრცლად ბანკის სხვა CSR პროექტების შესახებ ინფორმაციას აღნიშნულ ბმულზე გაეცნობით: https://bit.ly/3mxQeXI

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ