📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ''ჯაოკენმა'' კიდევ ერთი ფილიალი ბათუმში გახსნა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდამჭერას განაგრძობს. ბანკისა და კომპანია "ჯაოკენის" კიდევ ერთი წარმატებული პარტნიორობის შეგედაგ მორიგი ფილიალი ბათუმში, შავშეთის 60 ნომერში გაიხსნა. ახალ ლოკაციაზე მომხმარებელს 35 სხვადასხვა დასახელების ბრენდის კერამიკული და კერამოგრანიტის ფილების, ლამინირებული იატაკის, პარკეტის, შპალერის, ლაქ-საღებავების, სანტექნიკის, სააბაზანო ოთახის ავეჯისა და აქსესუარების შეძენა შეუძლია.

პროექტის საერთო საინვესტიციო მოცულობა 3.2 მლ ევროს აღწევს. ბანკის მხრიდან გამოყოფილი ფინანსური რესურსი კი 1.3 მლნ ევროს შეადგენს.

"ჯაოკენის ახალი შოურუმი, არის სივრცე, სადაც შეგიძლიათ რემონტის კეთების ის პროცესი გაიმარტივოთ, რომელიც პროდუქციის შერჩევასთან არის დაკავშირებული. ჩვენ კარგად გვესმის რომ რემონტისას ყველა ადამიანს სურს საკუთარი ინდივიდუალიზმის გამოხატვა. სწორედ ამიტომ, ბათუმის შოურუმში დაგხვდებათ უდიდესი არჩევანი, დატვირთული თანამედროვე ტენდენციებისა და სტილის მატარებელი ასორტიმენტით, რომელიც მაქსიმალურად მორგებულია ნებისმიერი გემოვნების მქონე მომხმარებელზე. აუცილებლად ხაზგასასმელია, რომ ჩვენთან წარმოდგენილი ყველა პროდუქტი არის ეკოლოგიურად სუფთა",- განაცხადა ჯემალ ჯაოშვილმა, ჯაოკენის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და დირექტორმა.

ინფორმაციისთვის, კომპანია ჯაოკენი 1997 წელს დაარსდა. კომპანია უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით არის წარმოდგენილი ჯაოკენის შოურუმებით, ისეთ დიდ ქალაქებში, როგორიცაა თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, სენაკი და თელავი. კომპანია უზრუნველყოფს მსოფლიო დონის ბრენდებისა და ინოვაციური პროდუქტების იმპორტს ძირითადად ესპანეთიდან და იტალიიდან. ჯაოკენის გუნდი მუდმივ რეჟიმში მუშაობს, იმისათვის რომ მომხმარებელმა მიიღოს საუკეთესო მომსახურება.
Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

Business News

"მასონების მსგავსი ძალაა, რომელსაც მსოფლიოზე გავლენა აქვს" - მარიამ ლაშხი

მარიამ ლაშხმა ბრიტანულ პოდკასტთან გლობალური ომის პარტიაზე ისაუბრა

ინსპირაცია

შერილ სენდბერგის 10 გამონათქვამი, რომელიც შეგაგულიანებთ კიდეც და შთაგონებასაც მოგცემთ

Facebook-ის აღმასრულებლის, მწერლისა და აქტივისტისგან საკმაოდ ბევრის სწავლა შეიძლება

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ლიდერობა

ჯეფ ბეზოსი რჩევებს უზიარებს მათ, ვინც ბიზნესს იწყებს

Amazon-ის დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორს დამწყებ ანტრეპრენერთათვის ოთხი მნიშვნელოვანი რჩევა აქვს