Sponsored Content

საქართველოს ბანკის ბიზნეს ნაკრები M — უპირატესობები მზარდი ბიზნესისთვის

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

რაც უფრო ფართოვდება ბიზნესი, მისი ფინანსური საჭიროებები, ტრანზაქციების რაოდენობა და მოცულობაც მით უფრო იზრდება. ამასთან, ყოველდღიური საქმიანობაც გაცილებით მეტ ყურადღებასა და ჩართულობას მოითხოვს. თუ თქვენი ბიზნესიც მსგავს ეტაპებს გადის, საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი ახალი პროდუქტი — ბიზნეს ნაკრები დროსა და რესურსებს დაგიზოგავთ და ბიზნესის წარმატებულად მუშაობაშიც დაგეხმარებათ.

ბიზნეს ნაკრები საბანკო პროდუქტებისა და სერვისების ერთობლიობაა და კომპანიის სპეციფიკურ საჭიროებებს პასუხობს. საქართველოს ბანკმა სხვადასხვა ზომის ბიზნესისთვის რამდენიმე სახის ნაკრები - სასტარტო, S, M და L შექმნა.

თუ მზარდი ბიზნესის მფლობელი ხართ, გადარიცხვებითა და თანხის განაღდებით ხშირად სარგებლობთ და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობთ, მაშინ ბიზნეს ნაკრები M-ის პროდუქტები, სერვისები და შეღავათები ბიზნესის მართვას გაგიმარტივებთ. თვის განმავლობაში 10 კომუნალურ გადარიცხვას საკომისიოს გარეშე შეასრულებთ, უფრო სწრაფი სამუშაო პროცესისთვის კი 2 ციფრული და 2 პლასტიკური ბარათი შეგიძლიათ მოითხოვოთ.

იმის შესახებ, თუ რამდენად კომფორტულია ბიზნესის მართვის პროცესში ბიზნეს ნაკრები თუ ბიზნეს მობილბანკის სხვადასხვა ფუნქცია, ივენთ კომპანია რემბოუს დირექტორი, იზი მდინარაძე, საუბრობს.

"დაახლოებით 5 წელია, რაც საქართველოს ბანკის პარტნიორები გავხდით. იქიდან გამომდინარე, რომ დღითიდღე უფრო და უფრო მეტი ჩვენი დამკვეთი თუ მომწოდებელი საქართველოს ბანკის მომსახურებით სარგებლობდა, ჩვენც ვცადეთ და ძალიან მალე დავინახეთ სიმარტივე, რაც, თუნდაც, ბიზნეს მობილბანკის გამოყენებით იგრძნობოდა. გარდა იმისა, რომ კომპანიისთვის ისეთი აუცილებელი პროცესი, როგორც ტრანზაქციების განხორციელებაა, უფრო მარტივი გახდა, ხშირად დაგვხმარებია მარკეტინგული და საგადასახადო სხვა სერვისები, საკრედიტო ხაზი და კონვერტაციის საუკეთესო კურსი, რომლებსაც საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკი გვთავაზობს", — ამბობს იზი მდინარაძე.

თუ თქვენს ბიზნესსაც ყოველდღიურად სჭირდება სხვადასხვა ტრანზაქციის განხორციელება ან ვალუტის კონვერტაცია, ბიზნეს ნაკრები M სწორედ თქვენზე მორგებული პროდუქტია. ბიზნეს ნაკრები M-ის გააქტიურების შემთხვევაში, თქვენთვის ვალუტის სპეციალური კურსი იმოქმედებს, ონლაინ გადარიცხვებით კი საკომისიოს გარეშე ისარგებლებთ. გარდა ამისა, ბიზნესი ნაკრები M საერთაშორისო კომპანიებთან ურთიერთობასაც გაგიმარტივებთ.

"იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ პარტნიორები ხშირად საერთაშორისო კომპანიებია, ხშირად ვახორციელებთ სავალუტო გადარიცხვებს შეღავათიანი კურსით. ასევე, რა თქმა უნდა, ვახორციელებთ ლარის გამავალ გადარიცხვებს და თანხის განაღდებას საუკეთესო დღიური ლიმიტით. ამასთანავე, გადახდების მენეჯერის საშუალებით დეტალური ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი და ასევე გადახდის სხვადასხვა მეთოდების დამატება", — დასძინა რემბოუს დირექტორმა.

თუ რემბოუს მსგავსად, საქართველოს ბანკის ციფრულ არხებში ტრანზაქციებს ახორციელებთ, ბიზნეს ნაკრები M-ის გააქტიურებით თანხის გამოტანის გაზრდილი ლიმიტით, მინიმალური ტარიფითა და ფასდაკლებებით ისარგებლებთ. გარდა ამისა, ბიზნეს ნაკრები M გადახდების მენეჯერსა და Ads მენეჯერს აერთიანებს. გადახდების მენეჯერით ერთ სივრცეში აკონტროლებთ ტრანზაქციებს, Ads მენეჯერი კი, რომელსაც იზა მდინარაძის თქმით, რემბოუც ხშირად იყენებს, 1 300 000-ზე მეტი მომხმარებლისთვის სერვისებისა და პროდუქტების შეთავაზების საშუალებას იძლევა. Ads მენეჯერის დახმარებით, მომხმარებელთა სეგმენტს თავად ირჩევთ და მათ ფასდაკლებას, ქეშბექსა თუ დამატებით პლუს ქულებს სთავაზობთ.

სხვა უპირატესობების გარდა, ბიზნეს ნაკრებ M-ის გააქტიურების შემთხვევაში, საქართველოს ბანკისგან არაერთი ბიზნეს შეთავაზება გელოდებათ. მაგალითად, შეგიძლიათ ბუღალტრულ და საგადასახადო სერვისებზე 50 %-მდე ფასდაკლება მიიღოთ ან უფასო ფინანსური და საგადასახადო კონსულტაცია გაიაროთ. ბიზნეს შეთავაზებების სრული სიის ნახვა აქ შეგიძლიათ.

რაც შეეხება საქართველოს ბანკის ბიზნეს ნაკრებებს, თითოეულზე დეტალურ ინფორმაციას ამ ბმულზე გაეცნობით. სასურველი ნაკრების გააქტიურებას ან შემდეგ განახლებას კი ბიზნეს მობილბანკიდან და ბიზნეს ინტერნეტბანკიდან მარტივად შეძლებთ.