📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

თიბისის აპლიკაციების კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თიბისი

თიბისის აპლიკაციების კონკურსის 3 გამარჯვებული გუნდის ვინაობა ცნობილია. ჟიურის გადაწყვეტილებით, 11 ფინალისტს შორის საუკეთესოდ შემდეგი გუნდები დასახელდნენ:

  • I ადგილი - Inventors - მომხმარებლებს სთავაზობს ავტომობილისთვის საჭირო ნაწილების მოძიებას, მისი მდგომარეობის განსაზღვრას, რელევანტურ ფასს, გარანტიას, ნაწილის მიწოდებას და ელექტრონულ ტრანზაქციას;
  • II ადგილი - Payze - ელექტრონული კომერციის სივრცეში თანამედროვე და მოქნილი გადახდების პლატფორმაა;
  • III ადგილი - Typline - რიგის მართვის ქლაუდ სისტემაა, რომელიც კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს, მომხმარებელმა რიგში ადგილი ონლაინ დაჯავშნოს. მომხმარებელი მობილური აპლიკაციით ნახულობს თუ რამდენი ადამიანია რიგში, იკავებს ადგილს და მიდის მაშინ, როცა მისი მომსახურების დრო მოვა.

ჟიურის წევრებმა საუკეთესო გუნდები შემდეგი კრიტერიუმებით გამოავლინეს: რამდენად ჭრის აპლიკაცია ბიზნესებისთვის რეალურ პრობლემას, როგორია აპლიკაციის კონცეფცია და ბიზნესმოდელი. გამარჯვებულებს ფულადი პრიზები გადაეცემათ და ის აპლიკაციების სრულყოფას და პროტოტიპების დასრულებას მოხმარდება. I ადგილი -

30 000 ლარი, II და III ადგილი - 15 000 ლარი.

აპლიკაციების კონკურსი თიბისის პროგრამა „სტარტაპერის" გუნდმა ორი წლის წინ წამოიწყო. პროექტის მიზანი ერთი მხრივ, ბიზნესებისთვის ადამიანური და დროის რესურსების დაზოგვის ხელშეწყობაა, მეორე მხრივ კი ამ მიმართულებით ახალი სტარტაპების გაჩენის სტიმულირება.

პროექტი სამ ეტაპად მიმდინარეობდა და მის ფარგლებში, მონაწილეებს ისეთი პროექტები უნდა წარედგინათ, რომლებიც ბიზნესებისთვის ყოველდღიური საქმიანობის გამარტივებასა და პროცესების ავტომატიზირებას შეუწყობს ხელს.

თიბისის აპლიკაციების კონკურსის მხარდამჭრები არიან - FMO და GITA.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

Business News

"მასონების მსგავსი ძალაა, რომელსაც მსოფლიოზე გავლენა აქვს" - მარიამ ლაშხი

მარიამ ლაშხმა ბრიტანულ პოდკასტთან გლობალური ომის პარტიაზე ისაუბრა

ლიდერობა

ჯეფ ბეზოსი რჩევებს უზიარებს მათ, ვინც ბიზნესს იწყებს

Amazon-ის დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორს დამწყებ ანტრეპრენერთათვის ოთხი მნიშვნელოვანი რჩევა აქვს

ინსპირაცია

შერილ სენდბერგის 10 გამონათქვამი, რომელიც შეგაგულიანებთ კიდეც და შთაგონებასაც მოგცემთ

Facebook-ის აღმასრულებლის, მწერლისა და აქტივისტისგან საკმაოდ ბევრის სწავლა შეიძლება