📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

ვახტანგ ბუცხრიკიძეს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ჯილდო გადაეცა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თიბისი

წინანდალში გამართულ თიბისის 30 წლის იუბილეზე, ტურიზმის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა თიბისის გენერალურ დირექტორს ვახტანგ ბუცხრიკიძეს სპეციალური ჯილდო გადასცა.

აღნიშნული ჯილდო ვახტანგ ბუცხრიკიძეს საქართველოში ტურიზმის განვითარებისა და აღდგენისადმი განსაკუთრებული მხარდაჭერისა და ერთგულებისთვის გადაეცა.

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ჯილდო სხვადასხვა დროს მსოფლიოში არაერთ ცნობილ ადამიანს გადაეცა, მათ შორის სახელმწიფოს მეთაურებს, აშშ-ს 44-ე პრეზიდენტს ბარაკ ობამას, გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს, ესპანეთის, იტალიის, პორტუგალიის, ბულგარეთის, იაპონიის, ყატარის, ალჟირის, ეგვიპტის, ბრაზილიის და სხვა ქვეყნების პრემიერ-მინისტრებს და პრეზიდენტებს, ესპანეთის მეფეს ფილიპე მეექვსეს, რომის პაპს ფრანცისკეს, ცნობილ ფეხბურთელს ლიონელ მესის, ცნობილ დიზაინერებს ჯორჯო არმანის და სტეფანო რიჩის და სხვებს.

2003 წლიდან დღემდე, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია აფასებს და აღიარებს იმ ორგანიზაციებისა და ინდივიდების მუშაობას მთელს მსოფლიოში, რომლებიც ინოვაციებისა და ცოდნის მეშვეობით დადებით გავლენას ახდენენ ტურიზმის სექტორის განვითარებაზე.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

Business News

"მასონების მსგავსი ძალაა, რომელსაც მსოფლიოზე გავლენა აქვს" - მარიამ ლაშხი

მარიამ ლაშხმა ბრიტანულ პოდკასტთან გლობალური ომის პარტიაზე ისაუბრა

ინსპირაცია

შერილ სენდბერგის 10 გამონათქვამი, რომელიც შეგაგულიანებთ კიდეც და შთაგონებასაც მოგცემთ

Facebook-ის აღმასრულებლის, მწერლისა და აქტივისტისგან საკმაოდ ბევრის სწავლა შეიძლება

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ლიდერობა

ჯეფ ბეზოსი რჩევებს უზიარებს მათ, ვინც ბიზნესს იწყებს

Amazon-ის დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორს დამწყებ ანტრეპრენერთათვის ოთხი მნიშვნელოვანი რჩევა აქვს