Ending Soon! Save 33% on All Access

ალტე უნივერსიტეტი ევროპული უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA) წევრი გახდა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ასოციაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, ალტე უნივერსიტეტი ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის (European University Association) წევრი გახდა!

ალტე უნივერსიტეტს, როგორც ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის წევრს, შესაძლებლობა ექნება, ჩაერთოს საერთაშორისო საგანმანათლებლო აქტივობებსა და ერთიან ევროპულ პროექტებში, მიიღოს მონაწილეობა ევროპული საგანმანათლებლო პოლიტიკის შემუშავების პროცესში და გაიზიაროს საუკეთესო პრაქტიკის შესახებ გამოცდილება.

აღსანიშნავია, რომ ასოციაცია ევროპის უნივერსიტეტებსა და განათლების სფეროში არსებულ ორგანიზაციებს აერთიანებს და მას 47 ქვეყანაში 850 -მდე წევრი ჰყავს. ორგანიზაცია ბრიუსელშია დაფუძნებული და უზრუნველყოფს ევროპის უმაღლესი განათლების პოლიტიკისა და პრაქტიკის შესწავლას ხარისხის უზრუნველყოფის, ინტერნაციონალიზაციის, მმართველობისა და დაფინანსების კუთხით, ასევე ახორციელებს ტრანსნაციონალური და ინსტიტუციური განვითარების პროექტებს.

ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციაში წევრობის უპირატესობები გულისხმობს:

უნივერსიტეტების სახელით ევროპულ, ეროვნულ და რეგიონულ დონეებზე ევროპ ლი პოლიტიკის ფარგლებში გადაწყვეტილებების მიღებაზე ზეგავლენას;

მნიშვნელოვან ევროპულ დაინტერესებულ მხარეებთან კავშირების დამყარებას;

საერთაშორისო დონეზე ევროპული უნივერსიტეტების ინტერესების წარმოჩენას.

ასოციაცია თანამშრომლობს ევროკომისიასა და ევროპარლამენტთან და წევრ ორგანიზაციებს, დამატებით, შესაძლებელობას აძლევს, მონაწილეობა მიიღონ ევროკავშირის უმაღლესი განათლების სამომავლო პოლიტიკისა და ინიციატივების ფორმირებაში.

ასოციაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://eua.eu/about/who-we-are.html

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია