Ending Soon! Save 33% on All Access

GITA, გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, ციფრული ტრანსფორმაციის პროექტს იწყებს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო უერთდება პროექტს "მცირე და საშუალო საწარმოების ციფრული ტრანსფორმაცია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში" (DT4SME) და იწყებს საგრანტო პროგრამას, რომლის მიზანია მცირე და საშუალო მეწარმეთა ციფრული ტრანსფორმაციის ხელშეწყობა R&D-ის მეშვეობით.

პროექტი მოიცავს რამდენიმე კომპონენტს:

  • მცირე R&D (კვლევა და განვითარება) გრანტების მეშვეობით ახალი გადაწყვეტილებების შექმნა ან არსებული გადაწყვეტილებების გაუმჯობესება. ამ კომპონენტის ჯამური ბიუჯეტი 100 000 ევროა, რომელიც გაიცემა სააგენტოს მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის მეშვეობით. ამ პროცესში ასევე ჩართულნი იქნებიან საერთაშორისო ექსპერტები.
  • შეიქმნება ერთიანი პლატფორმა, რომელიც წარმოაჩენს ქართულ სტარტაპ ეკოსისტემას და საშუალებას მისცემს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს გაეცნოს იმ ინოვაციურ გადაწყვეტილებებს, რომელიც იქმნება საქართველოში. აღნიშნული კომპონენტი დამატებით მოიცავს ასევე სამუშაო შეხვედრებს დაინტერესებულ მხარეებს შორის და შემეცნებით ღონისძიებებს პროექტის ბენეფიციარებისთვის.
  • ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, მოხდება სააგენტოს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით, გლობალური ტენდენციების გათვალიწინებით.

პროექტი ხორციელდება 2022 წლის 12 დეკემბერს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეთანხმების საფუძველზე.

GITA-ს ინიციატივას მხარს უჭერს პროექტი "მცირე და საშუალო საწარმოების ციფრული ტრანსფორმაცია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში" (DT4SME), რომელიც მიმდინარეობს გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაფინანსებით და მას გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებს.

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

სიახლეები

Tazo Design - თანამედროვე ტექნოლოგიები და უნიკალური ხედვა ინდუსტრიულ დიზაინში

"მომწონს, როცა ხელოვნება და ტექნოლოგია ხვდება ერთმანეთს და თან გარკვეულ პრობლემას ჭრის. სწორედ თვითგამოხატვის ეს საშუალებაა ინდუსტრიული დიზაინი"

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ