Ending Soon! Save 33% on All Access

Radisson RED Tbilisi - ქალაქის მდიდარი ისტორია, ხელოვნება და გასტრონომია ერთ სივრცეში

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

სასტუმრო Radisson RED Tbilisi თბილისის ცენტრში, 1920-იანი წლებით დათარიღებულ ფოსტის ისტორიულ შენობაშია განთავსებული, რომელიც ვიზიტორებს საშუალებას აძლევს ქართულ კულტურასა და სტილს ეზიარონ და განსაკუთრებული სტუმართმოყვარეობის გამოცდილება მიიღონ. აღნიშნული სასტუმრო Radisson Hotel Group-ის პირველი Radisson RED-ია აღმოსავლეთ ევროპაში.

ამჟამად სასტუმრო რამდენიმე კატეგორიის 111 ნომერს აერთიანებს, სტანდარტულიდან ლუქსის ჩათვლით. ოთახები დასვენებისთვის საჭირო ყველა ინვენტარით არის აღჭურვილი - უფასო WI-FI, ინდივიდუალური კლიმატკონტროლი, ტელევიზორი, ჩაის და ყავის აპარატები და სხვ. გარდა ამისა, Radisson RED Tbilisi მორგებულია იმ ადამიანებზე, ვისაც მოგზაურობა საკუთარ შინაურ ცხოველებთან ერთად უყვარს.

დიზაინის უნიკალური კონცეფცია და თითოეულ ნომერში განთავსებული წითელი დეტალები Radisson RED-ის ხელწერაა. სწორედ დიზაინის კომპონენტებით ცდილობს სასტუმროს გუნდი ვიზიტორებს თავი შთაგონებულად აგრძნობინოს. აქ შეხვდებით აივნებს უნიკალური თბილისური დიზაინით, ტრადიციულ "იტალიურ ეზოს" და სხვა.

აღსანიშნავია, რომ Radisson RED არა მხოლოდ დასვენებისთვის, არამედ ბიზნეს მოგზაურობისთვისაც იდეალური ადგილია. სასტუმრო 3 სრულად აღჭურვილ საკონფერენციო ოთახს აერთიანებს, რომელიც 65-მდე ადამიანს იტევს.

რაც შეეხება შიდა ეზოს, რომელსაც "იტალიური ეზოს" კონცეფცია აქვს, ღია სარესტორნე სივრცეს აერთიანებს, სადაც მეგობრეთან და ოჯახის წევრებთან ერთად შეგიძლიათ დროის სასიამოვნოდ გატარება. გარდა ამისა, შიდა ეზო 500-მდე ადამიანს იტევს და შესანიშნავი ადგილია მრავალრიცხოვანი ღონისძიებების დასაგეგმად.

როგორია Radisson RED Tbilisi-ის განახლებული სამზარეულო?

დაუვიწყარი კულინარიული მოგზაურობისთვის Radisson RED Tbilisi 3 ტიპის სარესტორნო სივრეებს აერთიანებს, 2 მათგანი შიდა, ერთი კი ღია სივრცეში - "იტალიურ ეზოში" მდებარეობს.

სასტუმროს პირველ სართულზე განთავსებულია Posta Restaurant & Bar, რომელიც სასტუმროს სოციალური ცენტრია. ამჟამად "ფოსტა" განახლებული მენიუთი აგრძელებს მუშაობს, რომელიც ქართული და საერთაშორისო სამზარეულოს საინტერესო სინთეზს გვთავაზობს. სიფრთხილით შექმნილ ახალ მენიუსთან ერთად სტუმრებს საშუალება აქვთ დააგემოვნონ ქართული თუ უცხოური ყურძნის ჯიშებისგან დამზადებული ბუნებრივი ღვინოების მრავალფეროვანი ასორტიმენტი.

აღსანიშნავია, რომ იანვრიდან იცვლება Radisson RED Tbilisi-ის POSTA CAFÉ-ის კონცეფციაც, რომელიც ყავის განსაკუთრებულ ნაზავსა და ნატურალური ღვინოების დიდ არჩევანს გააერთიანებს, განსაკუთრებული აქცენტებით ცქრიალა ღვინოზე. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ახალი კონცეფციის მთავარი მიზანია, უმასპინძლოს იმ ადამიანებს, რომლებიც ელეგანტურ და თანამედროვე ატმოსფეროში სრულყოფილი გემოების ჰარმონიას ეძებენ.

სუსხიან ზამთარში სადღესასწაულო განწყობის ასამაღლებლად Radisson RED Tbilisi თბილი კოქტეილების განსაკუთრებულ მენიუს გვთავაზობს სადღესასწაულო დეტალებით. გარდა ამისა, სასტუმრო დამსვენებლებს საუზმის მენიუს მრავალფეროვან არჩევანს ჰპირდება, რომელიც განსხვავებული გემოს რეცეპტორებზე იქნება მორგებული.

იმ ადამიანებს, რომლებიც Radisson RED Tbilisi-ს ლანჩის შესვენებისთვის სტუმრობენ, განახლებული ლანჩის მენიუ დახვდებათ, რომელიც სრულიად შეცვლის და უფრო დასამახსოვრებელს გახდის დღის ამ მნიშვნელოვან მონაკვეთს.

Radisson RED Tbilisi კულინარიულ სტანდარტებს აწესებს და სტუმრებს გასტრონომიულ თავგადასავალში იწვევს, რომელიც მოიცავს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო გემოებს.

აღსანიშნავია, რომ წელს Radisson RED Tbilisi-ის პირველი საახალწლო ღონისძიება გაიმართება. საღამოს მუსიკალურად გააფორმებს ჯაზ ტრიო: ლაშა დეისაძე - გიტარა, დანიელ ადიკაშვილი - დრამი, Ivan Lipatov - ბასი და მოწვეული DJ. გარდა ამისა, ვიზიტორებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ Radisson RED Tbilisi-ის უნიკალური საახალწლო მენიუ შუშხუნა ღვინოსთან ერთად. ამჟამად საახალწლო ღონისძიებასთან დაკავშირებით ჯავშნების მიღება მიმდინარეობს.

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

სიახლეები

Tazo Design - თანამედროვე ტექნოლოგიები და უნიკალური ხედვა ინდუსტრიულ დიზაინში

"მომწონს, როცა ხელოვნება და ტექნოლოგია ხვდება ერთმანეთს და თან გარკვეულ პრობლემას ჭრის. სწორედ თვითგამოხატვის ეს საშუალებაა ინდუსტრიული დიზაინი"

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ