Ending Soon! Save 33% on All Access

Women in AI – BTU და გაეროს ქალთა ორგანიზაცია ახალ, მასშტაბურ პროექტს იწყებენ

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ტექნოლოგიებში ქალების მონაწილეობის გაძლიერებისა და ხელშეწყობისთვის, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი და გაეროს ქალთა ორგანიზაცია კიდევ ერთ ახალ მასშტაბურ პროექტს — "ქალები ხელოვნურ ინტელექტში" (Women in AI) იწყებენ.

Women in AI-ის ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით 200 ქალი შეირჩევა და ყველა მათგანი 9 თვის განმავლობაში ხელოვნურ ინტელექტისა და ვებდეველოპმენტის მიმართულებებით გადამზადდება.

პროგრამაში ჩართვა შეუძლია ნებისმიერ, 16+ ასაკის მსურველს მთელი საქართველოდან. დაინტერესებულმა პირებმა მონაწილეობისთვის უნდა შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა, გაიარონ ინგლისური ენის, ლოგიკური აზროვნებისა და ტექნიკური კომპეტენციის შეფასების ტესტირებები. რეგისტრაცია 2024 წლის 5 იანვრამდე გაგრძელდება,
პროექტის უშუალო განხორციელება კი 2024 წლის 1 თებერვალს დაიწყება.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი დაარსების დღიდან სხვადასხვა აქტივობის ფარგლებში ცდილობს გაზარდოს ქალების ჩართულობა ტექნოლოგიებში. აღსანიშნავია, რომ BTU-მ გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით უკვე განახორციელა მასშტაბური, წარმატებული პროექტი "500 ქალი ტექნოლოგიებში". Women in AI გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის "კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში" ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კომპონენტის ნაწილია, რომელიც ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

სიახლეები

Tazo Design - თანამედროვე ტექნოლოგიები და უნიკალური ხედვა ინდუსტრიულ დიზაინში

"მომწონს, როცა ხელოვნება და ტექნოლოგია ხვდება ერთმანეთს და თან გარკვეულ პრობლემას ჭრის. სწორედ თვითგამოხატვის ეს საშუალებაა ინდუსტრიული დიზაინი"

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ