Ending Soon! Save 33% on All Access

Food Safety Alliance - სურსათის უვნებლობისა და მაღალი ჰიგიენური სტანდარტების დაცვის გარანტი

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"მე, როგორც მომხმარებელი, საკვების უვნებლობითა და ჰიგიენური სტანდარტების დაუცველობით სხვადასხვა საკვებ ობიექტზე, ყოველთვის უკმაყოფილო ვიყავი. ამ უარყოფითი გამოცდილების გამო გადავწყვიტე, ჩემი რვაწლიანი გამოცდილება სურსათის უვნებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების საკითხში კვების ობიექტებისა და საწარმოებისთვის გამეზიარებინა", - ლიანა სოღოიანი, Food Safety Alliance-ის დამფუძნებელი.

როგორც ლიანა გვიყვება, იმ დროს, როცა მან საკონსულტაციო კომპანია დააარსა, ბაზარზე დიდი კომპანიები უკვე არსებობდა, რომლებიც საქართველოში საერთაშორისო ორგანიზაციებს წარმოადგენდა. ასევე რამდენიმე წლის წინ სავალდებულო გახდა HACCP სისტემა, რაც ახალშექმნილ საკონსულტაციოებს მუშაობას უადვილებს.

"თავიდან ფინანსური რესურსი საკმარისი არ იყო, მაგრამ ხარისხიანი საქმიანობით და მომხმარებლის მიმართ კეთილსინდისიერი მიდგომით ეს პრობლემა აღმოიფხვრა. დღეს ჩემი კომპანია კარგი რეპუტაციით, სანდოობით სარგებლობს და დიდი ორგანიზაციებიც აქტიურად თანამშრომლობენ ჩვენთან", - აღნიშნავს ლიანა.

ამბობს, რომ ბიზნესსაქმიანობამ ბედნიერება მიანიჭა, სოციალურ საკითხებში აქტიურადაა ჩართული და ადამიანების ჯანმრთელობას უფრთხილდება. კვების ობიექტებსა და საწარმოებს რჩევებს უზიარებს. დამწყებ ანტრეპრენერებს კი ურჩევს, სიყვარულით მოეკიდონ საქმეს და მხოლოდ ფინანსურ მოგებაზე არ იყვნენ ორიენტირებულები, რადგან ეს ხშირად პროდუქტის ხარისხს აქვეითებს.

"ანტრეპრენერი არის ის, ვინც სვამს შამპანურს. ჩემი ენერგიის, დროისა და გონივრული რესურსების გამოყენებით ყველაფერი ეფექტიანად მუშაობს. წლების შემდეგ ეს მეტ ძალას მმატებს, რათა წინ წავიდე".

ლიანა არეალის გაფართოებას გეგმავს. ახალი პროექტის, "მეღვინეობა და HACCP"-ის დახმარებით სურს საკვები და სასმელი პროდუქტების წარმოება უფრო ნათელი და მარტივი გახადოს.

"კომპანიის მასშტაბების გაზრდასთან ერთად, მინდა ჩემს კომპანიაში უფრო მეტი ახალგაზრდა და მოტივირებული ადამიანი დავასაქმო. ერთად შევქმნათ ფასეულობა ჩვენი საზოგადოებისთვის, რათა საქართველოში საკვები და კერძები არა მხოლოდ გემრიელი, არამედ უვნებელიც იყოს".:

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

სიახლეები

Tazo Design - თანამედროვე ტექნოლოგიები და უნიკალური ხედვა ინდუსტრიულ დიზაინში

"მომწონს, როცა ხელოვნება და ტექნოლოგია ხვდება ერთმანეთს და თან გარკვეულ პრობლემას ჭრის. სწორედ თვითგამოხატვის ეს საშუალებაა ინდუსტრიული დიზაინი"

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ