Ending Soon! Save 33% on All Access

ბიზნესი VS კორონავირუსი - ლუკა ხუნდაძე (Quick) "ჩვენ კარგად გვესმოდა, რომ ახალი რეალობა ბიზნესისგან გაყიდვების ახალ საფეხურზე გადასვლას მოითხოვდა"

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი დაბრკოლება იყო, თუ როგორ დავხმარებოდით კომპანიებს, მორგებოდნენ მომხმარებლების შეცვლილ ქცევას. პანდემიის დროს ყოველი დღე ახალი რეგულაციებით იწყებოდა. ამიტომ, პირველი რაც გავაკეთეთ, კომპანიებთან ურთიერთობის უფრო მჭიდრო ფაზაში გადასვლა იყო. კრიზისის დროს სწორი და დროული ინფორმაცია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამოქმედო მუხტია. სწორედ ამიტომ ჩვენ ყოველდღიურად ვაწვდიდით მათ ინფორმაციას იმ შეზღუდვებისა და წესების შესახებ, რომლებიც გავლენას ახდენდნენ ბიზნესსექტორზე.

გარდა ამისა, ჩვენ კარგად გვესმოდა, რომ ახალი რეალობა ბიზნესისგან გაყიდვების ახალ საფეხურზე გადასვლას მოითხოვდა. შესაბამისად, აქტიურად დავიწყეთ მუშაობა ამ საკითხზე და საერთო ძალებით წარმატებით განვახორციელეთ არაერთი კომპანიის ოპერაციების გაციფრულება. გაყიდვების ამ ახალმა ფორმამ ბიზნესს არა მხოლოდ კრიზისული პერიოდი გადაატანინა, არამედ ისინი განვითარების ახალ საფეხურზე აიყვანა.

მეორე დაბრკოლება კომპანიის შიგნით არსებობდა – თანამშრომლების უსაფრთხოებისთვის აუცილებელი იყო სამუშაო პროცესის ახალ, ვირტუალურ მოდელზე გადაწყობა, თუმცა ეს ქმნიდა ჩვენი მომსახურების ხარისხის დაცემის რისკსაც. Quick-ი სხვადასხვა პლატფორმის გამოყენებით ცდილობდა, კომფორტული სამუშაო გარემო შეექმნა თანამშრომლებისთვის მათსავე სახლებში.

საბედნიეროდ, ჩვენი გუნდის სიახლეების მიმართ მზადყოფნა და კარგი გუნდური მუშაობა დაგვეხმარა ეფექტიანად მოვრგებოდით ონლაინ ინტერაქციასა და დისტანციურ რეჟიმს.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

როგორ დავიწყო ბიზნესი

მცირე ბიზნესის დაწყების 5 მარტივი საფეხური

თუ მცირე საფეხურებად დაყოფთ, დაწყება იმაზე გაცილებით ადვილი გახდება, ვიდრე გგონიათ

ფინანსები

როგორ ვმართოთ ფინანსები სწორად?!

კომპანიის ბუღალტერია გონივრულად დაგეგმეთ და უხელმძღვანელეთ კიდეც

ტექნოლოგიური ტრენდები

ძმები სიმენსები - ამბავი მე-19 საუკუნის საქართველოს ინდუსტრიული რევოლუციის შესახებ

იცით, რისთვის შეხვდა ევროპის ტექნოლოგიური გიგანტის - Siemens-ის დამფუძნებელი, ვერნერ ფონ სიმენსი გრიგოლ ორბელიანს?

როგორ დავიწყო ბიზნესი

ბიზნესის დაწყების 12-ეტაპიანი გზამკვლევი

ყველაფერი ბიზნესის დაწყების შესახებ