Ending Soon! Save 33% on All Access

სტრესთან გამკლავება - ტარიელ ჭულუხაძე "ტვინში უარყოფითი აზრების განდევნა და პოზიტიური განწყობის შექმნა ერთ-ერთ მთავარ გზად დავისახე"

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე აღმოვაჩინე, რომ რიგი სიტყვები თუ მოქმედებები, როგორებიცაა პრობლემა, სიზარმაცე, საკუთარ თავსა და შესაძლებლობებში ეჭვის შეტანა თუ სხვა, იწვევდა ჩემს დათრგუნვას. მიუხედავად ამისა, ყოველთვის ვცდილობდი გადამელახა საკუთარი არაცნობიერიდან წამოსული სიგნალები და ერთხელაც უბრალოდ მივხვდი, რომ თვითონ ტერმინები ზემოქმედებდნენ ჩემზე. შესაბამისად, აღარ ვცნობ ზემოხსენებულ სიტყვებს. სიტყვა „გამოწვევამ" ჩაანაცვლა „პრობლემა", სიზარმაცე − პასუხისმგებლობის აღქმამ, საკუთარი თავის რწმენას კი ამ დრომდე განხორციელებულმა პროექტებმა თუ წარმატებულმა გადაწყვეტილებებმა ჩაუყარეს მყარი საფუძველი. ვფიქრობ, ადამიანის განწყობას მისი შინაგანი ხმა განსაზღვრავს. სიტყვა „სტრესი" ისევე დავბლოკე და სხვა სიტყვებით ჩავანაცვლე, როგორც სხვა ნეგატიური და საქმესა თუ ცხოვრებაში ხელისშემშლელი სიტყვები. ტვინში უარყოფითი აზრების განდევნა და პოზიტიური განწყობის შექმნა ერთ-ერთ მთავარ გზად დავისახე. პირად მაგალითზე, ამ ყველაფრის შემდეგ, მართლაც რომ „ვუალა" − ცხოვრების ყველა ნაწილი ჰარმონიულად შეერწყა ერთმანეთს და სტრესულის ნაცვლად, სასიამოვნო გახდა. თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევა საშუალებას და გახალისებს კიდეც, რომ რიგი საკითხები დისტანციურად და ვირტუალურად მოაგვარო. დღესდღეობით, როდესაც ერთ შემომავალ ზარს მოსდევს მეორე ზარი მოლოდინის რეჟიმში, პარალელურად ელექტრონული ფოსტა, WhatsApp, viber, telegram და fb-ის მესინჯერი წკაპუნობს, რთულდება ამ ყველაფრის კონტროლი, თუ ადამიანს არ აქვს შემუშავებული სისტემა. ჩემი სისტემის არსი კი მდგომარეობს შემდეგში: სატელეფონო ზარებისა და სამსახურის email-ის გარდა, გამიჯნული მაქვს სოცქსელები − Whatsapp მხოლოდ სამსახურისთვის, Telegram უახლოესი მეგობრებისთვის, მესინჯერი ყველასთვის, ხოლო Viber − ყოველი შემთხვევისთვის. ეს ყველაფერი კი მეხმარება კონკრეტულ დროს მივიღო შესაბამისი გადაწყვეტილება, თუ ვის ვუპასუხო, ვინ მოითმენს და ვის შეიძლება თუნდაც მეორე დღეს დაეკონტაქტო ისე, რომ არავინ დარჩეს ნაწყენი. საკმაოდ ბევრი სამსახური მაქვს გამოცვლილი საჯარო, კერძო, საერთაშორისო სტრუქტურებში, საქართველოს გარეთ, და სამსახურის ცვლილების ერთადერთი მიზეზი ყოველთვის იყო კომფორტის ზონამდე მიღწევა. ამ მომენტიდან იწყებოდა გონების „გაზარმაცების" სტადია, რაც ვფიქრობ, ადამიანისთვის ერთ-ერთი ყველაზე დამრთგუნველი ფაქტორია კარიერულ გზაზე. შესაბამისად, ვცდილობ მეტი ახალი გამოწვევებით და პროექტებით გავამრავლო ყოველდღიური სამუშაო ისე, რომ სწორედ კომფორტის ზონას არ მივაღწიო. განტვირთვა კი ძალიან მარტივია, როდესაც ხელშესახებ „პროდუქტს" ვქმნი და ვხედავ მის წარმატებას. ეს უკანასკნელი მმატებს მოტივაციას და ენერგიას, რომ უფრო მეტი გამოწვევებით სავსე ახალ პროექტს მოვკიდო ხელი.

ტარიელ ჭულუხაძე

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დირექტორი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

4 გაკვეთილი სტივ ჯობსისგან, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგაც აქტუალურია

ჯობსის ქმედებები და სიტყვები უწინდებურად უწყობს ხელს თანამედროვე ბიზნეს პრაქტიკისა და ფილოსოფიის ჩამოყალიბებას

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ