Get All Access for $5/mo

ახალი საგულშემატკივრო ბარათი საქართველოს ბანკისგან

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საფეხბურთო ისტორიაში პირველად, საქართველო UEFA-ს 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს და ასევე, ისტორიაში პირველად, საქართველო ევრო U21-ის მეოთხედფინალშია!

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ურთულეს, A ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. პორტუგალიასთან, ბელგიასთან და ნიდერლანდებთან გამართული შეხვედრების შემდეგ საქართველო 5 ქულით ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერი გახდა, რითაც საქართველო კიდევ ერთხელ დააფიქსირეს გლობალურ საფეხბურთო რუკაზე.

"საქართველოს ბანკი" UEFA-ს 2023 წლის ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის ოფიციალური პარტნიორია.

სწორედ ამ მიზნით, "საქართველოს ბანკი", საქართველოში პირველად, "მასტერქარდთან" პარტნიორობით, ახალ საგულშემატკივრო ბარათს ქმნის, რომელიც ყველა იმ ადამიანისთვის იქმნება, ვისაც საკუთარი გამბედაობით შესაძლებლობების რეალიზება შეუძლია. ვინც ქმნის საფეხბურთო ისტორიას, მოაქვს წარმატება ქვეყნისთვის, გულშემატკივრობს საერთო წარმატებას და თავს დიდი სპორტული მოვლენის ნაწილად მიიჩნევს. საგულშემატკივრო ბარათის შეკვეთას მომხმარებლები უახლოეს პერიოდში, მობაილბანკის მეშვეობით შეძლებენ.

"საქართველოს ბანკისთვის", დაფუძნების დღიდან, მნიშვნელოვანია ადამიანური წარმატება, რომლის უკან თითოეული ინდივიდის დაუღალავი შრომა და მუდმივი მოძრაობა, მოქმედება დგას. ბრენდი 2022 წლიდან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მთავარი სპონსორი და შესაბამისად, ქართული ფეხბურთის დიდი გულშემატკივარია. აქედან გამომდინარე, მუდმივად ახორციელებს აქტივობებს, რომელიც საქართველოს საფეხბურთო პოტენციალს მაქსიმალურად კარგად წარმოაჩენს", − აცხადებენ ბანკში.

"საქართველოს ბანკი" 2028 წლის ჩათვლით დაუჭერს მხარს საქართველოს ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს, ქალთა, ვაჟთა და ფუტსალის ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებ გუნდებს. თანამშრომლობა ასევე გულისხმობს ეროვნული ჩემპიონატის მხარდაჭერას. დაგეგმილია არაერთი პროექტის განხორციელება, რაც მოიცავს ქვეყნის მასშტაბით ფეხბურთის მხარდაჭერას, ქალთა ფეხბურთის პოპულარიზაციას, საგანმანათლებლო და სოციალური პროექტების განხორციელებას.

ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი Steinbeis School of International Business and Entrepreneurship, Germany-ში. Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი.

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ტექნოლოგიური ტრენდები

21-ე საუკუნეში აუცილებელი უნარები

საკუთარი თავის მაქსიმალური რეალიზების უმთავრესი განმაპირობებელი უნარები