Ending Soon! Save 33% on All Access

Anthe - კომპანია, რომელიც სანთებელებს პერსონალური დიზაინებით ამზადებს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

სასურველი დიზაინის სანთებელების დამზადებით "ანთე" მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, თავიანთი პიროვნება, ინტერესები თუ სტილი ყოველდღიურად გამოსაყენებელი ნივთით გამოხატონ.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი, გიორგი ნოზაძე, Entrepreneur-თან საუბრისას აღნიშნავს, ყოველდღიურად ერთნაირი ბანალური დიზაინის მქონე სანთებელა მოსაბეზრებელი აღმოჩნდა, ამიტომ გადაწყვიტა შეექმნა პროდუქტი, რომლებიც ისევე განსაკუთრებული და გამორჩეული იქნებოდა სხვებისგან, როგორც ჩვენ, ადამიანები ვართ ერთმანეთისგან გამორჩეულები.

"პერსონალიზაციას შეუძლია სანთებელა უფრო მეტი გახადოს, ვიდრე, უბრალოდ, ფუნქციური ინსტრუმენტი. ის ხდება პირადი აქსესუარი ან განცხადება. ადამიანებმა შეიძლება აირჩიონ სანთებელა დიზაინით, რომელიც შეესაბამება მათ ჰობ, საყვარელ სიმბოლოებს ან მხატვრულ პრეფერენციებს. დიზაინის უნიკალურობამ ასევე შესაძლოა ინდივიდებს მათი სანთებელების იდენტიფიცირება და თვალყურის დევნება გაუადვილოს", - აღნიშნავს გიორგი ნოზაძე, "ანთეს" აღმასრულებელი დირექტორი.

"ანთე" გიორგიმ აბიტურიენტობის პარალელურად დააფუძნა, რაც მისგან დიდ გამბედაობას მოითხოვდა - სკოლის მოსწავლემ საკუთარი დანაზოგით, რაც მისთვის ერთ-ერთი ღირებული რამ იყო, სწავლის პარალელურად ბიზნესი წამოიწყო. გარისკა და რისკმაც გაამართლა.

გიორგის თქმით, "ანთესთვის" ერთ-ერთი გამოწვევა მიწოდების ჯაჭვის ეფექტიანი მართვა იყო. გარდა ამისა, საწყის ეტაპზე ხარისხის, ღირებულებისა და წარმოების ვადების დაბალანსებაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა აღმოჩნდა, განსაკუთრებით მაშინ, თუ დიზაინი კომპლექსურ პროცესებს მოითხოვდა. თუმცა ნელ-ნელა ეს დაბრკოლებები ბრენდმა წარმატებით გადალახა.

"შთაგონებას მაძლევს არა მხოლოდ ვიზუალურად ლამაზი დიზაინების შექმნა, არამედ დადებითი გამოხმაურება და იმის ცოდნა, რომ ჩვენმა პროდუქტმა მომხმარებლებს სიხარული, კმაყოფილება და სხვა უამრავი დადებითი ემოცია მოჰგვარა", - აღნიშნავს გიორგი.

რაც შეეხება ბრენდის განვითარების სამომავლო ხედვას, გიორგის მიზანია, "ანთემ" ქართულ ბაზარზე N1 ადგილი დაიკავოს და მაქსიმალურად მეტი მომხმარებლის გული გაათბოს. ამისათვის იგეგმება წარმოების გაზრდა და სხვადასხვა საინტერესო იდეის შეთავაზება მომხმარებლებისთვის, მათ შორის ეკომეგობრული პროდუქტებით.

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

სიახლეები

Tazo Design - თანამედროვე ტექნოლოგიები და უნიკალური ხედვა ინდუსტრიულ დიზაინში

"მომწონს, როცა ხელოვნება და ტექნოლოგია ხვდება ერთმანეთს და თან გარკვეულ პრობლემას ჭრის. სწორედ თვითგამოხატვის ეს საშუალებაა ინდუსტრიული დიზაინი"

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ