Ending Soon! Save 33% on All Access

ბილიკი ბალტიისპირეთის ქვეყნებში შევიდა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ტურისტული მარშრუტების გლობალური საბაზრო სივრცე ბილიკი, მისი დაარსებიდან პირველად, ოფიციალურად გავიდა საერთაშორისო ბაზარზე. საწყის ეტაპზე, აპლიკაციაში ბალტიისპირეთის სამივე ქვეყანის - ლიეტუვას, ლატვიისა და ესტონეთის სათავგადასავლო ტურები განთავსდება.

ბალტიისპირეთის მხრიდან ბილიკის პარტნიორი ტურისტული ორგანიზაცია Baltic Trails-ი გახდა, რომლის ქოლგის ქვეშ გაერთიანებულია 15 ადგილობრივი ორგანიზაცია და კომპანია. Baltic Trails-სთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე ბილიკში განთავსდება 3560 კმ სიგრძის 176 ციფრული მარკირებული ტური. თითოეული მათგანი დაყოფილია სირთულის მიხედვით, მოიცავს როგორც მარტივ, ასევე საშუალო და რთულ სალაშქრო-სათავგადასავლო მიმართულებებს, რომლებიც გამდიდრებულია დეტალური ტექსტური ინფორმაციით, ფოტო მასალით, რჩევებითა და რეკომენდაციებით.

პარტნიორობა მიზნად ისახავს ოთხი ქვეყნის ტურისტული რესურსებისა და მარშრუტების პოპულარიზაციას, ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობის გაღრმავებას ტურისტული მიმართულებით და მეტი საერთაშორისო ტურისტის მოზიდვას ბალტიისპირეთსა და საქართველოში.

Baltic Trails არის ევროკავშირის ფარგლებში არსებული "ევროკავშირის მოლაშქრეთა ასოციაციის" მიერ მხარდაჭერილი ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს მოცემულ რეგიონში მდგრადი ტურიზმის განვითარებას, ტურისტული პოტენციალის გაზრდას და ველური ბუნების პოპულარიზაციას.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

სიახლეები

Tazo Design - თანამედროვე ტექნოლოგიები და უნიკალური ხედვა ინდუსტრიულ დიზაინში

"მომწონს, როცა ხელოვნება და ტექნოლოგია ხვდება ერთმანეთს და თან გარკვეულ პრობლემას ჭრის. სწორედ თვითგამოხატვის ეს საშუალებაა ინდუსტრიული დიზაინი"

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ