Ending Soon! Save 33% on All Access

''ბილიკის'' აპლიკაციაში ოკუპირებული სამაჩაბლოსა და აფხაზეთის ტურები ემატება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ტურისტული მარშრუტების ქართული მობილური აპლიკაცია „ბილიკი" თავის პლატფორმაზე ოკუპირებული სამაჩაბლოსა და აფხაზეთის ტურებს ამატებს, რათა თითოეულ ქართველს, ისევე, როგორც საქართველოში ჩამოსულ უცხოელ ვიზიტორებს, კიდევ ერთხელ შეახსენოს რუსული აგრესიის შედეგები.

„თქვენ უკვე შეგიძლიათ „ბილიკის" აპლიკაციაში აღმოაჩინოთ ოკუპირებული სამაჩაბლოსა და აფხაზეთის ტურები და ფეხდაფეხ გაიაროთ საოკუპაციო ხაზთან მიმდებარე ბილიკების უმეტესობა. მარშრუტებით სარგებლობა შეუძლია ყველას, მიუხედავად ეროვნებისა თუ ეთნიკური წარმომავლობისა. მთავარია მათ იცოდნენ, რომ საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ", − აცხადებენ „ბილიკში",− „ჩვენ არასდროს უნდა დავივიწყოთ მსხვერპლი, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის გავიღეთ. ჩვენს ქვეყანაში სტუმრად მყოფ ადამიანებს კი არ უნდა დაავიწყდეთ, რომ საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ".

მოგეხსენებათ, 1992 წლიდან მოყოლებული, სამაჩაბლოდან და აფხაზეთიდან, რუსული ანექსიის შედეგად, ჯამურად 600 000-მდე ადამიანს მოუწია მშობლიური კარ-მიდამოს დატოვება, ხოლო დღეის მდგომარეობით, საქართველომ ტერიტორიების 20% დაკარგა და გამყოფი ხაზის მიმდებარე რეგიონებში ადგილი აქვს „მცოცავ" ოკუპაციას, ადამიანების უკანონო დაკავებას და ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთას.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

ინსპირაცია

16 შთამაგონებელი ფრაზა "ოსკაროსანი" ფილმებიდან

დაიმუხტეთ ახალი ენერგიით და მოტივაციით!

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე