Ending Soon! Save 33% on All Access

Extra.ge - იყიდე, გაყიდე და იპოვე ყველაფერი, რაც გაგიხარდება

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ალექსეი სეროვი

მსოფლიოში არსებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ ცხადყო ციფრული სამყაროს განვითარების აუცილებლობა. ამ გარემოში ადაპტირების ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად ონლაინშოპინგი იქცა. საქართველოს ბაზარზე არსებული ციფრული პლატფორმა Extra.ge კი სწორედ იმ ინტერნეტმაღაზიას გვთავაზობს, სადაც სხვადასხვა კატეგორიის პროდუქტის ყველაზე ფართო ასორტიმენტია წარმოდგენილი.

განახლებული Extra.ge 2020 წლის მარტიდან გამოჩნდა ქართულ ბაზარზე და მისი მთავარი მიზანია, მომხმარებელს უსაფრთხო და კომფორტული გარემო შეუქმნას, სადაც ის დროის დაზოგვას და სასურველი, ხარისხიანი პროდუქტის მოძიებას, რიგებისა და პანდემიური საშიშროებების გარეშე შეძლებს. Extra.ge-ზე მომხმარებელს მარტივად შეუძლია 20 კატეგორიაში მოიძიოს და შეიძინოს 550 პარტნიორი კომპანიის 100 000-ზე მეტი პროდუქტი. მეორე მხრივ, Extra.ge მაღაზიებს საშუალებას აძლევს, თავიანთი პროდუქცია გაყიდვების ახალ ციფრულ არხებში გადაიტანონ, რათა პანდემია საქმიანობის შემაფერხებელი არ აღმოჩნდეს და პროდუქციის მიწოდება მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდებოდეს. Extra.ge-ის დახმარებით, ბრენდები ხსნიან ონლაინფილიალს, რომლის საშუალებით წვდომა 750 000-ზე მეტ ახალ მომხმარებელზე ეხსნებათ. ამით ისინი ზრდიან გაყიდვებს და ამასთანავე, ლოგისტიკის, თანამშრომლებისა და ლოკაციის ხარჯებს მნიშვნელოვნად ზოგავენ.

პლატფორმაზე პროდუქტის შეძენა სტანდარტულადაა შესაძლებელი Mastercard, Visa და AMEX პლასტიკური ბარათით, საქართველოს ბანკის PLUS-ქულებითა და კურიერთან ნაღდი ანგარიშსწორებით. ასევე, შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოს ბანკის, სფეისის, თიბისი ბანკისა და კრედო ბანკის განვადებებით. გარდა ამისა, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ გამოიყენონ Extra.ge-ის მობილური აპლიკაცია, რომელიც თანამედროვე დიზაინითა და მარტივი ნავიგაციით გამოირჩევა. აღსანიშნავია ისიც, რომ Extra.ge პირველი მარკეტფლეისია, რომელსაც აქვს საკუთარი მობილური აპლიკაცია.

ამასთანავე, Extra.ge-ის ერთ-ერთ მთავარ უპირატესობას კლიენტების მომსახურების ცენტრი წარმოადგენს, სადაც მრჩევლები ფიზიკური მაღაზიების კონსულტანტების როლს ასრულებენ. მათ კვირის ნებისმიერ დღეს შეუძლიათ, მომხმარებლებს დაეხმარონ სასურველი პროდუქტის შერჩევაში, გაუწიონ კომპეტენტური კონსულტაცია პროდუქტების შესახებ, და გადაწყვეტილების მიღება კიდევ უფრო გაუმარტივონ.

Digital Area-ს გუნდს ახლახან შემოუერთდა ანზორ მანწკავა − Extra.ge-ის დირექტორის პოზიციაზე. „ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და სასიხარულოა ისეთ გუნდთან შემოერთება, რომლის მთავარი მიზანი ახალი, ინოვაციური პროდუქტების ინიცირება და მომხმარებლისთვის ციფრული გამოცდილების შექმნაა. გულწრფელად მჯერა Extra.ge-ის პოტენციალის და ვიმედოვნებ, რომ შემდეგი პერიოდი ეფექტური და ღირებული იქნება როგორც კომპანიისთვის, ისე ბაზრისთვის. გვაქვს ბევრი ახალი იდეა და დარწმუნებული ვარ, ეს გამოწვევა სასიამოვნო გამოცდილებისა და წარმატების მომტანი იქნება ყველასთვის", − ამბობს ანზორ მანწკავა.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

როგორ დავიწყო ბიზნესი

მცირე ბიზნესის დაწყების 5 მარტივი საფეხური

თუ მცირე საფეხურებად დაყოფთ, დაწყება იმაზე გაცილებით ადვილი გახდება, ვიდრე გგონიათ

ფინანსები

როგორ ვმართოთ ფინანსები სწორად?!

კომპანიის ბუღალტერია გონივრულად დაგეგმეთ და უხელმძღვანელეთ კიდეც

ტექნოლოგიური ტრენდები

ძმები სიმენსები - ამბავი მე-19 საუკუნის საქართველოს ინდუსტრიული რევოლუციის შესახებ

იცით, რისთვის შეხვდა ევროპის ტექნოლოგიური გიგანტის - Siemens-ის დამფუძნებელი, ვერნერ ფონ სიმენსი გრიგოლ ორბელიანს?

როგორ დავიწყო ბიზნესი

ბიზნესის დაწყების 12-ეტაპიანი გზამკვლევი

ყველაფერი ბიზნესის დაწყების შესახებ