Ending Soon! Save 33% on All Access

Fuckup Nights საქართველო კარანტინში vol. 6 "საბოლოოდ მარცხს მივყავართ კარგი რაღაცისკენ, მაგრამ ისინი ტოვებენ თავის კვალს" - ჯენ შარპე, Fuckup Nights მელბურნი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

27 იანვარს, 20:00 საათზე, 2021 წლის პირველი Fuckup Nights საქართველო" გაიმართება. როგორც ყოველთვის, საინტერესო სპიკერები საკუთარ პროფესიულ მარცხის ისტორიებს ფართო აუდიტორიას გაუზიარებენ. Tbilisi Startup Bureau-სა და Impact Hub Tbilisi-ის მასპინძლობით ღონისძიება უკვე ოცდამეშვიდედ ტარდება. მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, შეხვედრა ისევ ონლაინ ჩატარდება და დასწრება zoom პლატფორმისა და Fuckup Nights-ის ოფიციალური Facebook გვერდის საშუალებით იქნება შესაძლებელი.

ვცდილობთ, რომ კარანტინშიც მივცეთ ადამიანებს შესაძლებლობა, რომ დრო საინტერესოდ და ნაყოფიერად გაატარონ. ვაგრძელებთ პროფესიული მარცხის ისტორიების განსხვავებული კუთხით წარმოჩენას და ვცდილობთ დავანახოთ ჩვენს მსმენელებს, რომ მარცხი ცოდნის ნაწილი და ღირებული გამოცდილებაა, რომელზეც ღირს ხმამაღლა საუბარი" - აღნიშნავენ ორგანიზატორები.

Fuckup Nights საქართველო კარანტინში vol. 6 სპიკერები არიან ადამიანები, რომლებიც არ დანებდნენ, ისწავლეს, გააგრძელეს მოძრაობა, განვითარდნენ და მზად არიან საკუთარი გამოცდილება სხვებს გაუზიარონ:

ღონისძიების მოდერატორია ქეთი ბოჯგუა, ქეთი ჟურნალისტია, კომუნიკაციების პროფესიონალი 15-წლიანი გამოცდილებით მედიაში, საზოგადოებასთან ურთიერთობასა და მენჯმენტში. ქეთი არის დამფუძნებელი და თავმჯდომარე ქართულ არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიის ლაბორატორია • Democracy Lab -ში, რომლის მთავარ ფოკუსს ახალგაზრდები, არაფორმალური განათლება და ინოვაციები წარმოადგენს.

(მომხსენებლების შესახებ უფრო დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ Facebook Event-ზე.)

Fuckup Nights საქართველო vol. 6-ზე დასწრება თავისუფალია ყველა მსურველისთვის, თუმცა საჭიროა დააჭიროთ ღილაკ დასწრებას (Going) Facebook Event-ზე.

Fuckup Nights მოძრაობა 2012 წელს დაიწყო მექსიკაში და დღეისათვის უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით 90 ქვეყანასა და 320 ქალაქში მიმდინარეობს. ეს არის გლობალური მოძრაობა და ღონისძიებების სერია, სადაც 4 წარმატებული ადამიანი საკუთარ პროფესიულ მარცხის ისტორიებს ფართო აუდიტორიას უზიარებს.

Fuckup Nights Tbilisi ორგანიზებულია Tbilisi Startup Bureau-სა და Impact Hub Tbilisi-ის პარტნიორობით.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

4 გაკვეთილი სტივ ჯობსისგან, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგაც აქტუალურია

ჯობსის ქმედებები და სიტყვები უწინდებურად უწყობს ხელს თანამედროვე ბიზნეს პრაქტიკისა და ფილოსოფიის ჩამოყალიბებას

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ