Ending Soon! Save 33% on All Access

გამოფენის ''სიცოცხლე და სიკვდილი - დიდებული პომპეი'' დახურვა და ნოემბრის ნომრის პრეზენტაცია

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თიბისი

პომპეის არქეოლოგიური საგანძურის საქართველოში მოგზაურობა დასრულდა. უკანასკნელ წლებში განსაკუთრებით აქტუალურია პომპეისადმი მიძღვნილი გამოფენები, რომლებიც მსოფლიოს თითქმის ყველა წამყვან მუზეუმში გაიმართა. ამ მხრივ ეროვნული მუზეუმიც არ ყოფილა გამონაკლისი. გამოფენას „სიცოცხლე და სიკვდილი - დიდებული პომპეი" ვანის არქეოლოგიურმა მუზეუმმა სამი თვის განმავლობაში უმასპინძლა, ხოლო შემდეგ, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გადაინაცვლა.

ამასთანავე, მუზეუმში გაიმართა National Geographic - საქართველოს ნოემბრის ნომრის პრეზენტაცია, რომლის მთავარი თემაა ის 100 აღმოჩენა, რომელთა საშუალებითაც ჩვენი შორეული წინაპრები საკუთარ ამბებს მოგვითხრობენ. მათ შორის, ღირსეული ადგილი უკავიათ დმანისის ჰომინინებსა და პომპეის ნაქალაქარს. ნოემბრის ნომრის სტატიაში „აფრიკიდან დმანისისკენ" პროფესორი დავით ლორთქიფანიძე დმანისის თავგადასავალის შესახებ მოგვითხროს.

ღონისძიების განმავლობაში სტუმრებს შეეძლოთ დაეთვალიერებინათ, როგორც საქართველოს ეროვნული მუზეუმის მუდმივმოქმედი გამოფენა, სადაც დმანისის აღმოჩენებია წარმოდგენილი, ასევე, გამოფენა პომპეიდან, რომელიც სწორედ ამ ღონისძიებით დაიხურა.

გამოფენის მხარდამჭერია თიბისი, რომლის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საქართველოს ეროვნული საგანძურის პოპულარიზაცია და საზოგადოებისთვის მისი თანამედროვე ციფრული ფორმატებით გაცნობაა. თიბისი უკვე მესამე წელია აქტიურად თანამშრომლობს ქვეყნის წამყვან სამეცნიერო, კულტურულ და საგანმანათლებლო ინსტიტუციასთან და ამ პარტნიორობის ფარგლებში არაერთი სასარგებლო ინიციატივა განხორციელდა, რომელიც საზოგადოებას ახალი ცოდნის მიღების და მუდმივი აღმოჩენების კეთების საშუალებას თანამედროვე ფორმატების მეშვეობით აძლევს.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

4 გაკვეთილი სტივ ჯობსისგან, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგაც აქტუალურია

ჯობსის ქმედებები და სიტყვები უწინდებურად უწყობს ხელს თანამედროვე ბიზნეს პრაქტიკისა და ფილოსოფიის ჩამოყალიბებას