Get All Access for $5/mo

განდაგანა - პოპულარულ ფესტივალს ბათუმი წელსაც უმასპინძლებს ღონისძიებაში ადგილობრივი ფოლკლორული ჯგუფები და ბენდები მიიღებენ მონაწილეობას.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur

12-13 ოქტომბერს, ბათუმი სოფლის ტურიზმის ფესტივალს „განდაგანა" უმასპინძლებს. სოფლის ტურიზმის პოპულარიზაციის მიმართულებით ყველაზე საინტერესო და პოპულარული ფესტივალი წელსაც ტრადიციულად ევროპის მოედანზე გაიმართება. ორი დღით, აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტი მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ნაწარმით, პროდუქტით, ხელნაკეთი ნივთებით, ტრადიციებითა და ფოლკლორით ბათუმის შუაგულში იქნება წარმოდგენილი, რაც საშუალება მისცემს ფესტივალის სტუმრებს აჭარულ სოფლებში ქალაქიდან გაუსვლელად იმოგზაურონ.

„განდაგანა"-ს ფარგლებში იგეგმება კულინარიული და ცეკვის მასტერკლასები, მხიარული შეჯიბრებები და სხვადასხვა საინტერესო აქტივობები ფესტივალის სტუმრებისთვის. მრავალფეროვანი იქნება ფესტივალის მუსიკალური პროგრამაც, რომელშიც ძირითადად ადგილობრივი ფოლკლორული ჯგუფები და ბენდები მიიღებენ მონაწილეობას.

სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდგანა" 2015 წლიდან, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით იმართება. მისი მიზანი აჭარული სოფლების პოპულარიზაცია, წარმოჩენა და სოფლად ტურისტების მოგზაურობის სტიმულირებაა.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

როგორ დავიწყო ბიზნესი

5 წიგნი, რომელიც ბიზნესის დაწყებამდე უნდა წაიკითხოთ

ცოდნა არასოდეს არის ზედმეტი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

როგორ დავიწყო ბიზნესი

მცირე ბიზნესის დაწყების 5 მარტივი საფეხური

თუ მცირე საფეხურებად დაყოფთ, დაწყება იმაზე გაცილებით ადვილი გახდება, ვიდრე გგონიათ