Ending Soon! Save 33% on All Access

GITA-ს მხარდაჭერით, საქართველოში ქოუჩინგის საერთაშორისო კვირეული მიმდინარეობს

By Entrepreneur-ის გუნდი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

GITA-ს მხარდაჭერით, საქართველოში ქოუჩინგის საერთაშორისო კვირეული მიმდინარეობს, რომელიც 22 მაისამდე გაგრძელდება. კვირეული სხვადასხვა ღონისძიებას აერთიანებს თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში. შეხვედრები ჩატარდება პირისპირ და ონლაინ ფორმატშიც. „გადაიაზრე მომავალის" თემის ფარგლებში ICF საქართველო ჩაატარებს სესიებსა და ლექციებს სტარტაპებისთვის, ონლაინ მასტერკლასებსა და ვებინარებს. ასევე, მიაწვდის ინფორმაციას ქოუჩინგის პროფესიით დაინტერესებულ პირებს კარიერული განვითარებისა და პერსპექტივების შესახებ. კვირეულის ფარგლებში, ტექნოპარკში, სტარტაპებისთვის ბიზნესქოუჩინგის დღე გაიმართა, სადაც განიხილეს ემოციური ინტელექტის, კრეატიული აზროვნების, ლიდერობის, ცვლილებების მართვის, მოლაპარაკებების ხელოვნებისა და სხვა დაკავშირებული თემები.

ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაცია (ICF) არის პროფესიონალი ქოუჩების უდიდესი ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს 140 ქვეყანასა და 35 000 მეტ პრაქტიკოს ქოუჩს. ყოველწლიურად მაისში, ICF მართავს საერთაშორისო კვირეულებს, სადაც ქოუჩები მთელი მსოფლიოდან ატარებენ ღია ლექციებს, შეხვედრებსა და სესიებს ქოუჩინგის შესახებ ცნობადობის ამაღლებისა და ინფორმაციის გავრცელების მიზნით. ბოლო წლის განმავლობაში მსოფლიოში შექმნილი ვითარების, პანდემიისა და ომის გათვალისწინებით კვირეულის მთავარი თემაა „გადაიაზრე მომავალი". საქართველო, როგორც ICF წევრი ქვეყანა, უერთდება კვირეულს.

ქოუჩინგის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, 21 მაისს ტრენერთა ასოციაციასთან პარტნიორობით ჩატარდება ღონისძიება „მომავლის უნარები". შეხვედრაზე ICF საქართველოს წევრი ქოუჩები და ტრენერთა ასოციაციის ტრენერები, მონაწილეებთან ერთად ისაუბრებენ მომავლის უნარებზე, რომლებიც 21-ე საუკუნეში წარმატების საწინდარია. ასევე განხილული იქნება, როგორ შეიძლება ამ უნარებზე მუშაობა ქოუჩინგისა და ტრენინგის საშუალებით.

24 მაისს HRPA-სთან პარტნიორობით ჩატარდება ჯგუფური ქოუჩინგის სესიები HR პროფესიონალებისთვის თემით: „ქოუჩინგი ორგანიზაციული განვითარებისთვის". შეხვედრაზე მონაწილეები მიიღებენ ცოდნას პერსონალური და ორგანიზაციული განვითარების ინსტრუმენტების შესახებ.

26 მაისს ჩატარდება ღონისძიება „ქოუჩინგის ელჩი". შეხვედრაზე მონაწილეები მიიღებენ ჯგუფური ქოუჩინგის გამოცდილებას, ინფორმაციას სფეროსა და ქოუჩის პროფესიაში განვითარების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ წელს პირველად ქოუჩინგის კვირეული ასევე ჩატარდება ქუთაისსა და ბათუმში (28-29 მაისი). მონაწილეებს საშუალება ექნებათ საკუთარ თავზე გამოსცადონ ქოუჩინგის ინსტრუმენტები და მეთოდები.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

მენეჯმენტი

ცვლილებების მართვა ადამიანთა ჩართულობით

"შესანიშნავი რომ გახდე, შენი კონკრეტული უნარ-ჩვევები უნდა გახდეს ავტომატური", - ჯეიმს ქლეარი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

როგორ დავიწყო ბიზნესი

სახლიდან მუშაობის 18 გზა მშობლებისათვის

შინ ბავშვის მოვლას და ფულის გამომუშავებას ერთადაც კარგად მოახერხებთ

სიახლეები

ბილ გეითსის აზრით ზარმაცები საუკეთესო თანამშრომლები არიან

თქვენი სიზარმაცე სინამდვილეში რაიმე უფრო ღრმა პრობლემას ხომ არ მალავს?

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!