Ending Soon! Save 33% on All Access

ილონ მასკსა და ბერნი სანდერსს შორის ''ჭარბი სიმდიდრის'' თემაზე Twitter-კონფლიქტი გაჩაღდა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ალბათ ყველას მოგეხსენებათ, თუ რამდენად აქტიურია ილონ მასკის Twitter-გვერდი და როგორ უყვარს მას საკუთარი მოსაზრების საჯაროდ ხმამაღლა დაფიქსირება. 14 ნოემბერს მან არ უღალატა ამ ტენდენციას და სენატორ ბერნი სანდერსთან, ჭარბი სიმდიდრისა და ქონების თემაზე საკმაოდ ცხარედ იკამათა.

სანდერსის „ტვიტს" მოთხოვნით, რომ მდიდარმა ამერიკელებმა ბიუჯეტში თავიანთი სამართლიანი წილი გადაიხადონ, მასკმა უპასუხა: „მუდამ მავიწყდება, რომ ისევ ცოცხალი ხარ". გარდა ამისა, მან სხვა მომხმარებლის ხუმრობას სანდერსის „ტვიტთან" დაკავშირებით, სიცილის ემოჯით უპასუხა და აუდიტორიის წინაშე Tesla-ს მეტი აქციის გაყიდვის შეთავაზებით წარდგა.

აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის ანგარიშის თანახმად, უკანასკნელი ერთი კვირის განმავლობაში, მასკმა 7 მილიარდ დოლარამდე ღირებულების Tesla-ს აქციები გაყიდა. ამას წინ უძღოდა მის მიერ ჩატარებული გამოკითხვა Twitter-გამომწერებს შორის, სადაც მან საკუთარ მიმდევრებს აქციების გაყიდვის შესახებ აზრის დაფიქსირება სთხოვა.

Twitter-ზე ჩატარებულ გამოკითხვაში მასკმა სენატორ რონ ვაიდენის მიერ ინიციირებულ, ე.წ. „მილიარდერთა გადასახადის" შესახებაც ახსენა, რომელიც მდიდარი ადამიანების არარეალიზებული კაპიტალის დაბეგვრას ითვალისწინებს. იმის ფონზე, რომ Tesla-ის აქციები პანდემიის დროს მკვეთრად გაიზარდა, რამაც მასკი მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანად აქცია, მილიარდერმა არაერთხელ გააკრიტიკა დემოკრატიული პარტიის მიერ შეთავაზებული საგადასახადო კანონპროექტები.

ექსპერტთა პროგნოზების თანახმად, ამ კანონების დამტკიცებით, ილონ მასკი წლიურად დაახლოებით 10 მილიარდი დოლარით დაიბეგრებოდა.

მენეჯმენტი

ცვლილებების მართვა ადამიანთა ჩართულობით

"შესანიშნავი რომ გახდე, შენი კონკრეტული უნარ-ჩვევები უნდა გახდეს ავტომატური", - ჯეიმს ქლეარი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

როგორ დავიწყო ბიზნესი

სახლიდან მუშაობის 18 გზა მშობლებისათვის

შინ ბავშვის მოვლას და ფულის გამომუშავებას ერთადაც კარგად მოახერხებთ

სიახლეები

ბილ გეითსის აზრით ზარმაცები საუკეთესო თანამშრომლები არიან

თქვენი სიზარმაცე სინამდვილეში რაიმე უფრო ღრმა პრობლემას ხომ არ მალავს?

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!