Ending Soon! Save 33% on All Access

კონკურსი ''ქართული ა'' გამარჯვებული შრიფტების გაციფრულებას იწყებს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თიბისი

შრიფტების კონკურსი „ქართული ა" - ს ფარგლებში 9 ახალი ფონტი შეიქმნება. გამარჯვებული ფონტები უკვე გამოვლინდა და 15 სექტემბრიდან მათ გაციფრულებაზე დაიწყება მუშაობა. შერჩეულია ის 11 მონაწილე, რომლებმაც შრიფტების გაციფრულებაზე უნდა იმუშაონ, ისინი მოსამზადებელ თეორიულ და პრაქტიკულ კურსს „ჯეოლაბში" გაივლიან, შემდეგ კი ერთი თვე ექნებათ შრიფტების ციფრული ვერსიის შესაქმნელად. მუშაობისთვის საჭირო ტექნიკურ უზრუნველყოფას „ჯეოლაბი" სრულად განახორციელებს.

კონკურსი „ქართული ა" დიზაინერ ზვიად ციკოლიას და თიბისის ინიციატივით, თიბისის წარმატებული პროექტის #წერექართულად ფარგლებში შეიქმნა.

„ქართული ა" მიზნად ისახავს ქართული დამწერლობის ადაპტირებას თანამედროვე სამყაროსთან, მის გავრცელებასა და პოპულარიზაციას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.

კონკურსი „ქართული ა" ორი ეტაპისგან შედგება: ახალი ქართული შრიფტების მიღება, გამარჯვებულების გამოვლენა და შემდეგ მათი გაციფრულება.

კონკურსში მონაწილეობის მიღება ყველა მსურველს შეუძლია, მასში გამარჯვებულებს სპეციალურად მოწვეული ჟიური გამოავლენს. კონკურსის პირობების თანახმად, თითოეულ კონკურსანტს ერთ კატეგორიაში მხოლოდ ერთი შრიფტის წარდგენის უფლება აქვს, თუმცა მას შესაძლებლობა აქვს ნამუშევრები სხვადასხვა კატეგორიაში დაარეგისტრიროს. მონაწილემ შრიფტების სახით ქართული ანაბანის 33-ვე ასო უნდა წარმოადგინოს.

პირველად კონკურსი 2017 წელს გაიმართა, ამ დროის განმავლობაში მიღებულია 350-მდე ნამუშევარი, შეიქმნა 30 ახალი შრიფტი, რომელთა ნაწილი უკვე გაციფრულდა, ნაწილზე მუშაობა კი სწორედ ახლა იწყება. უახლოს მომავალში კონკურსი უკვე მესამედ გამოცხადდება.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

"მასონების მსგავსი ძალაა, რომელსაც მსოფლიოზე გავლენა აქვს" - მარიამ ლაშხი

მარიამ ლაშხმა ბრიტანულ პოდკასტთან გლობალური ომის პარტიაზე ისაუბრა

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

შერილ სენდბერგის 10 გამონათქვამი, რომელიც შეგაგულიანებთ კიდეც და შთაგონებასაც მოგცემთ

Facebook-ის აღმასრულებლის, მწერლისა და აქტივისტისგან საკმაოდ ბევრის სწავლა შეიძლება

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია