Ending Soon! Save 33% on All Access

ლეჩხუმში უნიკალური ქართული ჯიშის ხორბლის აღდგენა დაიწყო

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

ზანდური ხორბლის ქართული ენდემური ჯიშია, რომელსაც ბევრ ქვეყანაში სასელექციო მასალად იყენებენ და რომელიც დაცულია კოლექციებში, როგორც მსოფლიო მნიშვნელობის ძვირფასი სასელექციო მასალა. ხორბლის ეს ჯიში გავრცელებული იყო რაჭა-რეჩხუმში, ამჟამად კი, ის გადაშენების პირასაა. სწორედ ლეჩხუმიდან დაიწყო მანონი ახვლედიანმა ზანდურის სახეობის აღდგენა და პოპულარიზაცია.

თიბისის მხარდაჭერით, მან ლეჩხუმის რაიონის სოფელ ღვირიშში ეთნოგრაფიული სივრცე მოაწყო, რომელიც აერთიანებს საოჯახო სასტუმროს „ზანდურის სახლი", უძველეს მარანს, სადაც ავთენტური გემოების კერძებით გაგიმასპინძლდებიან და ეთნოგრაფიულ მასალებს ზანდურის ჯიშის ხორბლის შესახებ. რაც მთავარია, მანონი ახვლედიანს უკვე მეორე წელია მცირე ფართობზე ზანდურის ჯიშის ხორბალი მოჰყავს.

„ეს უნიკალური ქართული ენდემური ჯიშის ხორბალია. ჩვენი მიზანია, რომ მოხდეს თესლის სერთიფიცირება, რის შემდეგაც მსოფლიოში მხოლოდ აქ, ჩვენს რეგიონში მოყვანილ ზანდურს შეიძენენ. საქართველო ხორბლის კულტურის უძველესი კერაა და ნამდვილად გვაქვს იმის პოტენციალი, რომ ჩვენმა ქვეყანამ ეს სახელი აღიდგინოს," - ამბობს მანონი ახვლედიანი.

ახლა მეწარმე ხორბლის მესამე მოსავლის დასათესად ემზადება, მიღებულ თესლს ადგილობრივ მოსახლეობას საჩუქრად ურიგებს, რითაც ლეჩხუმში ზანდურის გავრცელებას უწყობს ხელს. ზანდურის საწარმოო გამოყენებისთვის და მისგან პურის დასამზადებლად ორი რამ არის აუცილებელი: ერთი, მოსავლის რაოდენობის გაზრდა და მეორე, სპეციალური ტექნიკა, რომლითაც ხორბალი დაიცეხვება. მანონი ახვლედიანის უახლოეს ბიზნეს გეგმებში სწორედ ეს მიზნები შედის.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

სიახლეები

Tazo Design - თანამედროვე ტექნოლოგიები და უნიკალური ხედვა ინდუსტრიულ დიზაინში

"მომწონს, როცა ხელოვნება და ტექნოლოგია ხვდება ერთმანეთს და თან გარკვეულ პრობლემას ჭრის. სწორედ თვითგამოხატვის ეს საშუალებაა ინდუსტრიული დიზაინი"

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ