Ending Soon! Save 33% on All Access

მარიჯანის ქუჩაზე ახალი მულტიფუნქციური სტადიონი გაიხსნა - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს ბანკი განაგრძობს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სპორტის პოპულარიზაციისკენ მიმართული ინიციატივების მხარდაჭერას. სწორედ ამ მიზნით, ბანკი კამპანიაში #შენიმოედანი აქტიურადაა ჩართული.

კამპანიის ფარგლებში, საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, მარიჯანის ქუჩაზე პირველი უნივერსალური მოედანი მოეწყო, რომელიც ჩოგბურთის, კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნებს ერთ სივრცეში აერთიანებს.

სპორტული მოედნის რეაბილიტაცია MUGA (Multi Use Games Area) კონცეფციის მიხედვით მოხდა, რაც თანამედროვე და მაღალი ხარისხის სპორტული სივრცეების შექმნას გულისხმობს.

ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ITF) სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი ე.წ. "დარბილებული" სპორტული მოედანი ნებისმიერ მსურველს აძლევს შესაძლებლობას, ითამაშოს მისთვის საყვარელი სპორტი თანამედროვე ინფრასტრუქტურით მოწყობილ გარემოში.

კამპანია ქ. თბილისის საკრებულოს, კომპანია "რენიუ ჰოლდინგის" და აიპ "მომავლის კალათბურთის" ერთობლივი ინიციატივით ხორციელდება.

"საქართველოს ბანკი აქტიურად განაგრძობს ახალგაზრდების განვითარებისთვის საჭირო პროექტების მხარდაჭერას და მათთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას. სწორედ ამ მიზნით გაფორმდა კიდეც თბილისის საკრებულოსა და საქართველოს ბანკს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის მიზანიც სპორტული ინფრასტრუქტურის განახლება-მოწყობის გზით საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის ხელშეწყობა და პოპულარიზაციაა. ეს არის სახელმწიფოსა და კერძო სექტორის პარტნიორობის ძალიან კარგი მოდელი, რომელიც ხელს შეუწყობს სპორტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარებას და გაზრდის სპორტულ ინფრასტრუქტურაზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობას. ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი მულტიფუნქციური სტადიონის გახსნაც ამ მიზანს ემსახურება. ჩვენი მხარდაჭერით, მარიჯანის ქუჩაზე პირველი უნივერსალური მოედანი მოეწყო, სადაც არა მხოლოდ ბავშვებს, არამედ ნებისმიერ მსურველს, შესაძლებლობა ექნება, დაკავდეს მისთვის სასურველი სპორტის სახეობით - იქნება ეს კალათბურთი, ფეხბურთი თუ ჩოგბურთი, და ხელი შეუწყოს საკუთარ ფიზიკურ ჯანმრთელობას", - აღნიშნავს თორნიკე კუპრაშვილი, კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი.

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

სიახლეები

Tazo Design - თანამედროვე ტექნოლოგიები და უნიკალური ხედვა ინდუსტრიულ დიზაინში

"მომწონს, როცა ხელოვნება და ტექნოლოგია ხვდება ერთმანეთს და თან გარკვეულ პრობლემას ჭრის. სწორედ თვითგამოხატვის ეს საშუალებაა ინდუსტრიული დიზაინი"

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ