Ending Soon! Save 33% on All Access

ონლაინგაყიდვები: მეწარმეების კითხვები მთავრობას! Entrepreneur ცდილობს, მეწარმეების ხმა მიაწვდინოს სახელმწიფოს!

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

ბოლო დღეებში ონლაინგაყიდვებთან დაკავშირებით მთავრობის მხრიდან გაკეთებული განცხადებებისა და დაზუსტებების მიუხედავად, ქართველ მეწარმეებს მაინც რჩებათ კითხვები, როგორ აწარმოონ ონლაინგაყიდვები ისე, რომ საფრთხე არ შეუქმნან თანამშრომლებსა და მომხმარებლებს?

Entrepreneur ცდილობს, მეწარმეების ხმა მიაწვდინოს სახელმწიფოს! მოხარული ვიქნებით თუ პრობლემის მოგვარებაში ჩვენ წვლილს შევიტანთ და უსაფრთხოების ნორმების დაცვასთან ერთად ხელს შევუწყობთ ბიზნესს საქმიანობის გაგრძელებაში და სამუშაო ადგილების შენარჩუნებაში.

სწორედ ამიტომ, მოგიწოდებთ ჩვენ მიერ ფორმულირებულ კითხვებს თქვენი კითხვებიც დაამატოთ ფეისბუქ პოსტზე ან პირად შეტყობინებაში მოგვწეროთ.

შემოსულ კითხვებს დავახარისხებთ და გავუგზავნით მთავრობის მიერ შექმნილ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს.

გთავაზობთ კითხვებს, რომელიც Entrepreneur-ის რედაქციამ შეიმუშავა და ველოდებით თქვენგან შემოსულ კომენტარებსა და დამატებით კითხვებს, რომ მაქსიმალურად დაზუსტებული, მკაფიო და აქტუალური კითხვარი წარვუდგინოთ მთავრობას:

  1. კომპანიები, რომელთაც აქვთ საკუთარი მულტი ბრენდული საწყობები, შეუძლიათ თუ არა საკუთარი მიწოდების სერვისით ისარგებლონ თუ აუცილებელია თანამშრომლობა ავტორიზებულ საკურიერო კომპანიასთან? მაგ: საქართველოს ფოსტა, გლოვო და ა.შ.
  2. კომპანიები, რომელთაც მხოლოდ ონლაინ სავაჭრო პლატფორმები აქვთ საკუთარი საწყობების გარეშე, შეუძლიათ თუ არა საქმიანობის გაგრძელება თუ მათ მომწოდებლებს მიღებული აქვთ შესაბამისი თანხმობა?
  3. მცირე მეწარმეებს, რომლებიც საკუთარი ხელით ამზადებენ პროდუქციას სახლში ან მცირე ზომის საწარმოში, სადაც 3 კაცზე მეტი არ მუშაობს, შეუძლიათ თუ არა საკუთარი პროდუქცია სოციალური მედიითა და სხვადასხვა ელექტრონული კომერციის პლატფორმებით გაყიდონ თუ მიწოდებას აწარმოებს ავტორიზებული საკურიერო კომპანია?
  4. რას ვთავაზობთ ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, აქსესუარების, თავის მოვლის საშუალებების, საყოფაცხოვრებო ნივთების, ავეჯის, სამშენებლო-სარემონტო მასალების, სანტექნიკის, მებაღეობის, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის, შხამქიმიკატებისა და აგრარული ტექნიკის, ავტომობილების ნაწილებისა და აქსესუარების, ასევე სხვა აუცილებელი და მოთხოვნადი პროდუქციის მწარმოებელ კომპანიებსა თუ ინდივიდუალურ მეწარმეებს, საცალო თუ საბითუმო მაღაზიებს, რომლებიც მზად არიან დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და ითანამშრომლონ ავტორიზებულ საკურიერო კომპანიებთან ან თავად უზრუნველყონ საკუთარი რესურსით უსაფრთხო/უკონტაქტო მიწოდება?
Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

4 გაკვეთილი სტივ ჯობსისგან, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგაც აქტუალურია

ჯობსის ქმედებები და სიტყვები უწინდებურად უწყობს ხელს თანამედროვე ბიზნეს პრაქტიკისა და ფილოსოფიის ჩამოყალიბებას

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ