Ending Soon! Save 33% on All Access

საქართველოს ბანკი სასტუმრო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამას იწყებს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

BOG

საქართველოს ბანკი ტურიზმის სექტორში შექმნილი ახალი გამოწვევებიდან გამომდინარე, სასტუმროების ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამას იწყებს. საქართველოს ბანკი აქტიურ კომუნიკაციაზეა კლიენტებთან, რომლებიც მასპინძლობის სფეროში, კერძოდ სასტუმროების ბიზნესში საქმიანობენ და გამოხატავს მზადყოფნას, მათთან ერთად განიხილოს ყველა ის საკითხი, რომელიც დაკავშირებულია მათი ბიზნესებისთვის შეღავათების დაწესებასთან, მათ წინაშე არსებული პრობლემების დაძლევასა თუ სამომავლო სამოქმედო გეგმასთან.

საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია ხელი შეუწყოს ქვეყანაში ბიზნესის განვითარებას, ტურიზმისა და მასპინძლობის, კეროდ სასტუმრო ბიზნესის პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებას და შემდგომ წახალისებას.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სწორედ ახლა, კიდევ უფრო მეტად, შევუწყოთ ხელი მასპინძლობის სფეროში არსებულ ბიზნესებს. ამიტომ, ჩვენ მზად ვართ, გარდა იმ აქტიური კომუნიკაციისა, რომელიც სექტორში მოღვაწე ბიზნესებთან გვაქვს, კიდევ ერთხელ ვესაუბროთ ჩვენს პარტნიორებს, რათა განვიხილოთ მათთვის საინტერესო ყველა საკითხი, მათ შორის მათთვის შეღავათების დაწესების შესახებ. საქართველოს ბანკისათვის მნიშვნელოვანია კერძო სექტორის მხარდაჭერა. ბანკი უკვე წლებია ხელს უწყობს ეკონომიკურად გამართულ პროექტებს, როგორც ფინანსურად, ასევე ინტელექტუალური მხარდაჭერის კუთხით, რათა სასტუმრო ბიზნესს განვითარების შესაძლებლობა მისცეს და შესაბამისად, წვლილი შეიტანოს ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებაში. მიგვაჩნია, რომ ძლიერი კერძო სექტორი, მითუმეტეს ისეთი როგორც ტურიზმისა და მასპინძლობის სწრაფად მზარდი სექტორია, ძლიერი ეკონომიკის საწინადარია,"- აცხადებენ საქართველოს ბანკში.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

4 გაკვეთილი სტივ ჯობსისგან, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგაც აქტუალურია

ჯობსის ქმედებები და სიტყვები უწინდებურად უწყობს ხელს თანამედროვე ბიზნეს პრაქტიკისა და ფილოსოფიის ჩამოყალიბებას