Ending Soon! Save 33% on All Access

საქართველოს ბანკი მომხმარებელს მობილბანკის მობილურ ინტერნეტის გარეშე გამოყენებას სთავაზობს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

BOG

საქართველოს ბანკი აგრძელებს ვირუსის წინააღმდეგ საპრევენციო ზომების განხორციელებას და მომხმარებელს უნიკალურ სერვისს სთავაზობს. იმისათვის რომ მომხმარებელმა სახლიდან გასვლის ნაცვლად ისარგებლოს საქართველოს ბანკის ციფრული სერვისებით, დღეიდან ისინი მობილბანკის მობილური ინტერნეტის გარეშე გამოყენებასაც შეძლებენ. ეს ნიშნავს, რომ ამიერიდან უკვე შესაძლებელია ნებისმიერი საბანკო ოპერაცია მობილბანკით შეასრულო მაშინაც კი, როცა მობილურის ბალანსზე თანხა ან ინტერნეტის მეგაბაიტები ამოგეწურა. იმისათვის რომ მომხმარებელმა მობილბანკის ინტერნეტის გარეშე შეძლოს გამოყენება, არაა საჭირო, რომელიმე კონკრეტული მობილური ოპერატორის აბონენტი იყოს. სიახლეა ისიც, რომ მობილბანკი უკვე გაცილებით ნაკლებ ინტერნეტს მოიხმარს.

„საქართველოს ბანკის მომხმარებელს დღეიდან შეუძლია აღარ იფიქროს იმაზე, აქვს თუ არა საკმარისი მეგაბაიტები. მას შეუძლია გამოიყენოს მობილბანკი მარტივად და სახლიდან გაუსვლელად. ეს ყველაფერი ვერ განხორციელდებოდა მობილური ოპერატორების − ბილაინის, მაგთიკომისა და სილქნეტის გარეშე და გვინდა ამისთვის მათ განსაკუთრებული მადლობა ვუთხრათ",- აცხადებენ ბანკში.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ლიდერობა

ჯეფ ბეზოსი რჩევებს უზიარებს მათ, ვინც ბიზნესს იწყებს

Amazon-ის დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორს დამწყებ ანტრეპრენერთათვის ოთხი მნიშვნელოვანი რჩევა აქვს