Ending Soon! Save 33% on All Access

საქართველოს ბანკი პროექტ Charte.ge-ს მხარდაჭერას აგრძელებს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

BOG

საქართველოს ბანკი განათლების მხარდაჭერას აგრძელებს. ამ მიზნით, პროექტ Charte.ge-ს ფარგლებში, ბანკი ერთი წლის განმავლობაში 300 სოციალურად დაუცველ მოსწავლეს ინტერნეტის გადასახადს დაუფინანსებს. ახლა, როცა მთელი მსოფლიო ახალ რეალობაზე გადაეწყო და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების უმეტესობა განათლებას ონლაინ რეჟიმში იღებს, ორმაგად მნიშვნელოვანია ხელმისაწვდომი გავხადოთ ინტერნეტი მათთვის, ვისაც ეს ახლა კიდევ უფრო მეტად სჭირდება.

„დღეს საქართველოში სამწუხაროდ ბევრ სოციალურად დაუცველ მოსწავლეს არ აქვს ინტერნეტი. მიუხედავდ იმისა, რომ მათი უმრავლესობა ცხოვრობს ინტერნეტის დაფარვის ზონაში, მათ არ აქვთ შესაძლებლობა, ისარგებლონ ინტერნეტით. ინტერნეტთან წვდომა კი COVID 19 ის პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი სოციალურად დაუცველ 300 მოსწავლეს ერთი წლის განმავლობაში ინტერნეტის გადასახადს სრულად დაუფინანსებს. ამით გვინდა ხელი შევუწყოთ მოსწავლეებს, სტუდენტებს მათი პოტენციალის ზრდასა და რეალიზებაში. ინტერნეტის მიწოდებით ახალგაზრდებს უჩნდებათ სწავლისა და განვითარების ახალი შესაძლებლობები, ჩვენ კი გვჯერა, რომ შესაძლებლობები უსაზღვროა",- აცხადებენ საქართველოს ბანკში.

პროექტის შესახებ ინფორმაცია:

charte.ge საქართველოს ბანკის სოციალური მეწარმეობის საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტია. ის არის პლატფორმა, რომლის დახმარებითაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დაუფინანსოს იძულებით გადაადგილებულ უფროსკლასელებს თუ სოციალურად დაუცველს ინტერნეტის ყოველთვიური გადასახადი ან კომპიუტერი. პლატფორმა 2017 წელს შეიქმნა და მის მთავარ მიზანს განათლებისთვის ინტერნეტიზაციის ხელმისაწვდომობა წარმოადგენს. პროექტს ყოველთვიურად მხარს უჭერს 1400-ზე მეტი მოქალაქე და მონაწილე. მხარდამჭერი კომპანიების რაოდენობა დღესდღეობით 30 ორგანიზაციას ითვლის. პლატფორმისა და მისი დონორების ურთიერთთანამშრომლობით 563 მოსწავლეს უკვე აქვს წვდომა ინტერნეტთან.

ერთად ჩავრთოთ საქართველო www.charte.ge

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ

ინსპირაცია

26 შთამაგონებელი ციტატა რისკსა და გუნდური მუშაობაზე სამხედრო ვეტერან-ანტრეპრენერებისგან

სტატიაში გაეცნობით, რა ისწავლეს ამ მამაცმა მამაკაცებმა და ქალბატონებმა გარისკვაზე, როდესაც ჩვენს ერს ემსახურებოდნენ და როგორ დაეხმარათ ეს ბიზნესში