Ending Soon! Save 33% on All Access

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სოფელ საჯავახოში ფერმა აშენდა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

BOG

საქართველოს ბანკი სოფლის მეურნეობის წახალისებას აგრძელებს. ამჯერად ბანკთან თანამშრომლობით სამტრედიის რაიონში, სოფელ საჯავახოში საქონლის ფერმა აშენდა. პროექტის მხარდასაჭერად ბანკის მხირად 60,000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა. ბანკის მიერ გამოყოფილი დაფინანსება 30 სულზე გათვლილ, კაპიტალური ფერმისა და დამხმარე შენობა-ნაგებობის აშენებას მოხმარდა. ფერმერი აწარმოებს ყველს და ხორცს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ასევე ფუნციონირება დაიწყო რესტორანმა, რომელიც მიმდინარე წლის იანვრიდან სტუმრებს წარმოებული რძითა და ხორცით უმასპინძლდება. მეწარმე უახლოეს მომავალში ბიზნესის კიდევ უფრო გაფართოვებას და სოფლის მეურნეობის პროდუქტების მაღაზიის გახსნასაც გეგმავს.

„მოხარული ვართ, რომ ჩვენი ჩართულობით სამტრედიაში სოფლის მეურნეობა კიდევ უფრო ვითარდება. საქართველოს ბანკისთვის ბიზნესის მხარდაჭერა ერთერთი უცვლელი პრიორიტეტია. ამჯერად ჩვენი ფინანსური მხარდაჭერით სამტრედიაში საქონლის ფერმა და სასაუზმე რესტორანი გაიხსნა. მიგვაჩნია, რომ ასეთი ინიციატივების მხარდაჭერა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს როგორც აგრო სექტორის, ასევე რეგიონის ეკონომიკის განვითარებაში", - განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

სიახლეები

Tazo Design - თანამედროვე ტექნოლოგიები და უნიკალური ხედვა ინდუსტრიულ დიზაინში

"მომწონს, როცა ხელოვნება და ტექნოლოგია ხვდება ერთმანეთს და თან გარკვეულ პრობლემას ჭრის. სწორედ თვითგამოხატვის ეს საშუალებაა ინდუსტრიული დიზაინი"

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ