Ending Soon! Save 33% on All Access

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კომპანია "Lucky Step" საქმიანობას აფართოვებს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

BOG

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკის ხელშეწყობით, კომპანია „Lucky Step"-ს" საქმიანობას აფართოვებს. ბიზნესის მხარდასაჭერად, ბანკის მხრიდან 300,000 ლარის მოცულობის ფინანსური რესურსი გაიცა. საბავშვო ფეხსაცმლის ხაზი მომხმარებელს ახლა უკვე საბავშვო ჩანთებისა და საკანცელარიო ნივთების ფართო არჩევანსაც შესთავაზებს.

„Lucky Step"-ს ბაზარზე მისი მაღალი ხარისხი გამოარჩევს. პროდუქცია იმპორტირებულია ევროპიდან და ხელმისაწვდომია როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ მაღაზიაში. ამასთან, კომპანია მომხმარებელს პროდუქციის განვადებით ყიდვის შესაძლებლობასაც აძლევს.

ამჟამად „Lucky Step"- ის ყოველდღიურ საქმიანობაში 10 ადამიანია ჩართული. კომპანია სამომავლოდ კი საკუთარი საწარმოს გახსნასა და საკუთარი ხაზის ფეხსაცმლის წარმოებას გეგმავს.

"საქართველოს ბანკი კვლავ განაგრძობს ბიზნესის ხელშეწყობასა და წახალისებას. ამჯერად ჩვენი ფინანსური მხარდაჭერით კომპანია "Lucky Step"-ს შეთავაზებულ პროდუქციას კიდევ უფრო ამრავალფეროვნებს. მოხარული ვართ, რომ კომპანია აქტიურად აგრძელებს მაღალი ხარისხის პროდუქციის მიწოდებას. გვინდა წარმატება ვუსურვოთ გუნდს სამომავლო გეგმების განხორციელებაში, კონკრეტულად კი საკუთარი საწარმოს გახსნისა და ფეხსაცმლის წარმოებაში", - განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

4 გაკვეთილი სტივ ჯობსისგან, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგაც აქტუალურია

ჯობსის ქმედებები და სიტყვები უწინდებურად უწყობს ხელს თანამედროვე ბიზნეს პრაქტიკისა და ფილოსოფიის ჩამოყალიბებას

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ