Ending Soon! Save 33% on All Access

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ''თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი'' ზღაპრის დღეს უმასპინძლებს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 16 სექტემბერს თანამედროვე ხელოვნების ცენტრში, „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის" ზღაპრის დღე გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში, ილუსტრატორ გიორგი ჯინჭარაძის „ამირანის" თემაზე შექმნილი პროექტის გამოფენა მოეწყობა.

ზღაპრის დღის მთავარი მოვლენა AR (Augmented reality - გამოგონილი რეალობა) აპლიკაციის პრეზენტაცია იქნება, რომლის მეშვეობითაც, ზღაპრული პერსონაჟების თანამედროვე რეალობაში გადმოყვანაა შესაძლებელი. მათი ავტორები კი მხატვრები: ანკა ბოჭორიშვილი, ვარლამ ჯმუხაძე, კვაჭი, სოფო კირთაძე, ხატია ჩიტორელიძე და ანუკ ბელუგა არიან.

აპლიკაცია უძველესი მითებისა და თანამედროვე ტექნოლოგიის ერთგვარი სინთეზია, რომელიც მომხმარებელს არა მხოლოდ გართობის, არამედ ფანტაზიის გაშლის შესაძლებლობას აძლევს.

გამოფენა ნებისმიერი ასაკის დამთვალიერებლისთვის არის განკუთვნილი და ის 26 სექტემბრამდე გაგრძელდება. აპლიკაცია ნელ-ნელა სხვა მხატვრების ნამუშვრებითაც შეივსება.

ინფორმაციისთვის, იუნესკოს პროექტი „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი", თბილისის მერიის ინიციატივითა და "საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით ხორციელდება. World Book Capital (წიგნის მსოფლიო დედაქალაქი) ფართომასშტაბიანი პროექტია, რომელიც 2001 წელს, UNESCO-ს გენერალური კონფერენციის გადაწყვეტილებით დაარსდა. პროექტი მიზნად ისახავს წიგნისა და კითხვის პოპულარიზაციას, ხელს უწყობს წიგნის ინდუსტრიისა და მასთან დაკავშირებული ყველა სფეროს განვითარებას, თანამედროვე ავტორების, მთარგმნელების, ბიბლიოთეკების, გამომცემლების ხელშეწყობას.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

16 შთამაგონებელი ფრაზა "ოსკაროსანი" ფილმებიდან

დაიმუხტეთ ახალი ენერგიით და მოტივაციით!

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე