Ending Soon! Save 33% on All Access

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბორჯომში სასტუმროს რეაბილიტაცია განხორციელდა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს ბანკი ქვეყნის მასშტაბით ბიზნესის ხელშეწყობას განაგრძობს. ამჯერად ბანკთან პარტნიორობით ბორჯომში, სოფელ ტბაზე სასტუმროს რეაბილიტაცია განხორციელდა. პროექტის ჯამურმა ღირებულებამ 20,000 ლარი შეადგინა.

"საქართველოს ბანკთან თანამშრომლობით, წარმატებით დავასრულეთ სასტუმროს რეაბილიტაცია. ამჟამად სასტუმრო სტუდიოს ტიპის ოთახებით დაკომპლექტებულ 4 კოტეჯს და აუზს აერთიანებს. სამომავლოდ, გვსურს მეტად გავაფართოვოთ ბიზნესი და ეზოში დამატებითი სივრცეები მოვაწყოთ, სადაც დამსვენებლები შეძლებენ დროის მშვიდად და კომფორტულად გატარებას", - აცხადებს სასტუმროს ხელმძღვანელი, ზურაბ სიმონიშვილი.

"საქართველოს ბანკი სასტუმრო სექტორის მხარდაჭერის მიზნით მცირე და საშუალო ზომის ბიზნესების ფინანსურ მხარდაჭერას განაგრძობს. მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა ხელი შევუწყოთ ბორჯომში არსებული სასტუმროს სამომავლო განვითარებას. საქართველოს ბანკი ამ მიმართულებით აქტიურად გააგრძელებს ფინანსურ მხარდაჭერას",- განაცხადა საქართველოს ბანკის მიკრო ბიზნესის დეპარტამენტის ბიზნესის განვითარების სამსახურის უფროსმა, გიორგი ბოჩიკაშვილმა.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

სიახლეები

ასე დაიწყო Netflix-ის ისტორია

ყველაფერი 1997 წლის 29 აგვისტოს დაიწყო

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია