Ending Soon! Save 33% on All Access

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით საქართველოში გლობალური მეწარმეობის კვირეული დაიწყო

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და GEN Georgia -ს თანაორგანიზებით საქართველოში მეცხრედ იმართება გლობალური მეწარმეობის კვირეული, რომელიც 22 ნოემბრამდე გაგრძელდება.

წელს გლობალური მეწარმეობის კვირეულის მთავარი თემაა ინტეგრაცია, რაც გულისხმობს იმ ჯგუფების ჩართულობას, რომლებსაც ინოვაციურ სამეწარმეო საქმიანობასთან ნაკლები წვდომა აქვთ, კერძოდ კი ორიენტირებულია ახალგაზრდებისა და ქალების ინტეგრაციაზე მაღალმთიანი და ძნელად მისადგომი ტერიტორიებიდან. კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია 20 - მდე ღონისძიება თბილისის, სამეგრელოს, აჭარის, რაჭისა და შიდა ქართლის რეგიონებში.

კვირეულში მონაწილეობენ როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ანტრეპრენერები, სტარტაპები და ეკოსისტემის ლიდერები. ღონისძიებები მოიცავს სხვადასხვა სახის აქტივობებს, მათ შორისაა სთორითელინგ სესიები, ვორქშოფები, პანელური დისკუსიები, სტარტაპ ფიჩინგ სესიები და სხვა. გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები ტარდება ონლაინ რეჟიმში და მათში მონაწილეობა უფასოა.

გლობალური მეწარმეობის კვირეული მასშტაბური საერთაშორისო პროექტია, რომლის მიზანია ინოვაციური სამეწარმეო ეკოსისტემის ფორმირება, ეკოსისტემის ლიდერების ერთმანეთთან დაკავშირება, მეწარმეობის პოპულარიზაცია და დამწყები მეწარმეებისათვის მოტივაციის ამაღლება.

პროექტის ფარგლებში ყოველი წლის ნოემბერში 170-ზე მეტ ქვეყანაში ერთდროულად იმართება 30 000-ზე მეტი ღონისძიება, 10 000-ზე მეტი პარტნიორის მიერ, რომელშიც 20 მილიონზე მეტი ადამიანია ჩართული.

პროექტის ოფიციალური მასპინძელია GEN Georgia, GEN Global -ის წარმომადგენელი საქართველოში.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ