Ending Soon! Save 33% on All Access

სამომხმარებლო სესხის რეფინანსირება უკვე თიბისის ციფრულ ბანკშია შესაძლებელი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თიბისიმ ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად ციფრულ ბანკში კიდევ ერთი ახალი ფუნქციონალი დაამატა. ახლა უკვე შესაძლებელია, ციფრული არხებით სამომხმარებლო სესხით სარგებლობისას, გააერთიანო არსებული სესხები ან გადაფარო და თანხა დაიმატო.

მომხმარებლის ცხოვრების გასამარტივებლად, სესხზე განაცხადის შევსება და ყველა საჭირო საფეხურის გავლა მობაილბანკით, ბანკის ფილიალში ვიზიტის გარეშეა შესაძლებელი, რაც მნიშვნელოვნად ზოგავს მომხმარებლის დროს და ბანკთან ურთიერთობას კიდევ უფრო ამარტივებს.

სამომხმარებლო სესხის ციფრული ბანკით მოთხოვნისას მომხმარებელი მობაილბანკის მთავარ მენიუში უნდა შევიდეს და შეთავაზებებში აირჩიოს ციფრული სამომხმარებლო სესხი.

ამის შემდეგ რამდენიმე მარტივი ეტაპია გასავლელი: მიუთითებს სესხის თანხას და შემოსავალს, დაეთანხმება მონაცემების გადამოწმებას და რამდენიმე წამში თიბისისგან შეთავაზებას მიიღებს. შეთავაზება ორნაირი შეიძლება იყოს: ახალი სესხი ან არსებულის გადაფარვა და თანხის დამატება.

სასურველი შეთავაზების არჩევის შემდეგ მომხმარებელი სესხის პირობებს გაეცნობა და დაეთანხმება. თანხა ჩაირიცხება კლიენტის მიერ არჩეულ ანგარიშზე.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ინსპირაცია

შერილ სენდბერგის 10 გამონათქვამი, რომელიც შეგაგულიანებთ კიდეც და შთაგონებასაც მოგცემთ

Facebook-ის აღმასრულებლის, მწერლისა და აქტივისტისგან საკმაოდ ბევრის სწავლა შეიძლება

ინსპირაცია

ჩვენი დროის გმირები

3 ექიმის ინტრაპრენერული პორტრეტი