Ending Soon! Save 33% on All Access

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Startup Grind-ის წლის პირველი ღონისძიება ბათუმში გაიმართება

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, ბიზნესის ხელშეწყობასა და ტერნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანების მხარდაჭერას აქტიურ რეჟმში განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის წლის პირველი ღონისძიება 25 მარტს, ბათუმში ჩატარდება. ღონისძება Ripple Space-ში გაიმართება.

ღონისძიებას პანელური დისკუსიის ფორმატი ექნება და მისი სპეციალური სტუმარი საქართველოს ბანკის პროექტ 500 Georgia-ს მონაწილე და Arena Games-ის თანადამფუძნებელი, მარი გიორგობიანი იქნება. მარი ტრადიციული თამაშების ინდუსტრიის გარდაქმნის პროცესზე ისაუბრებს და აუდიტორიას საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს.

პანელური დისკუსიის შემდეგ, ნეთვორქინგის სივრცეში, ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანები, მეწარმეები და ინოვატორები ერთმანეთისთვის ხედვებისა და საკუთარი გამოცდილების გაზიარებას, ახალი კავშირების დამყარებას შეძლებენ.

"მოხარულები ვართ, რომ საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერით Startup Grind - ის ღონისძიება ამჯერად ბათუმში გაიმართება. ჩვენ მრავალწლიანი პარტნიორობა გვაკავშირებს და ამ წლების განმავლობაში ერთობლივად არაერთი ღონისძიება ჩავატარეთ, რითიც ბიზნესებს განვითარებასა და გაძლიერებაში ვუწყობთ ხელს. მიგვაჩნია, რომ მსგავსი ინიციატივების რეგიონებში განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებს უწყობს ხელს და როგორც ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ადამიანებს, ისე მეწარმეებს, საშუალებას აძლევს დაამყარონ მჭიდრო კავშირები და ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარონ. მარტი ქალთა თვეა და სწორედ ამიტომ, Startup Grind - ის სპეციალური მოწვეული სპიკერი მარი გიორგობიანი იქნება. აღსანიშნავია, რომ მარი საქართველოს ბანკის პროექტ 500 Georgia - ს მონაწილეა და ის დამსწრე საზოგადოებას საკუთარ გამოცდილებას იურისტობიდან - სტარტაპერობამდე გაუზიარებს", - აცხადებენ საქართველოს ბანკში.

ღონისძიება ინგლისურ ენაზე ჩატარდება. მასზე დასასწრებად საჭიროა გაიაროთ რეგისტრაცია, რისთვისაც შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

სიახლეები

Tazo Design - თანამედროვე ტექნოლოგიები და უნიკალური ხედვა ინდუსტრიულ დიზაინში

"მომწონს, როცა ხელოვნება და ტექნოლოგია ხვდება ერთმანეთს და თან გარკვეულ პრობლემას ჭრის. სწორედ თვითგამოხატვის ეს საშუალებაა ინდუსტრიული დიზაინი"

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ