Get All Access for $5/mo

სქროლის და თიბისის საზაფხულო აქცია სტუდენტებისთვის - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30%

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

TBC

თიბისის, სქროლისა და ვიზას თანამშრომლობის ფარგლებში, თიბისი სტუდენტებს მთელი ზაფხულის განმავლობაში აქციას სთავაზობს - სქროლით მგზავრობის საფასურის თიბისის სტუდენტური #შენიბარათით გადახდის შემთხვევაში, თანხის 30%-ს უკან დაიბრუნებ.

ელექტრო სკუტერების გაზიარების სერვისით და შესაბამისად ამ აქციით სარგებლობა თბილისსა და ბათუმში შეგიძლია. გადახდილი თანხის 30% კი უკან დაგიბრუნდება არაუგვიანეს 4 სამუშაო დღისა.

აქციით სარგებლობისათვის:

  • გადმოწერე აპლიკაცია - Bird მობილურში;
  • გაიარე რეგისტრაცია;
  • მიაბი თიბისის სტუდენტური #შენიბარათი აპლიკაციას და მონიშნე გადახდის მეთოდად;
  • იპოვე რუკაზე სკუტერი;
  • დაასკანერე QR კოდი, დააჭირე unlock ღილაკს და სკუტერი აქტიურია.

„თიბისისთვის განსაკუთრებით პრიორიტეტულია ყველა იმ პროექტისა თუ ინიციატივის მხარდაჭერა, რომელიც ახალ თაობას, ტექნოლოგიებსა და ცხოვრების გამარტივებას უკავშირდება. სტარტაპი სქროლი ამ სამივე მიმართულებას წარმატებით აერთიანებს. სტუდენტებისთვის, ვისთვისაც ყველაზე მნიშვნელოვანია ფულის დაზოგვა და ქალაქის სხვადასხვა წერტილში სწრაფად მოხვედრა, სქროლთან ერთად, აქ, ახლა მარტივად და ხელსაყრელ ფასად გადაადგილებას ვთავაზობთ. რაც მთავარია, გადაადგილების ეკოლოგიურად სუფთა, ინდივიდუალური, სწრაფი და მობილური მეთოდი, რომელიც სოციალურ დისტანცირებასაც უწყობს ხელს, ახალგაზრდებს ცხოვრებას უმარტივებს და ქალაქს საცობებისგან ათავისუფლებს", - თორნიკე გოგიჩაიშვილი, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

სქროლის მიზანია დიდ ქალაქებში ურბანული მობილობის დღევანდელი სირთულეების მოგვარება და ეკოლოგიური პრობლემების ინოვაციური მეთოდებით გაუმჯობესება.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

OnWay-მ 2023 წელს მილიონზე მეტი ამანათი გადაზიდა

წელს განსაკუთრებით გაიზარდა კომპანიის, როგორც რეგიონული გადამზიდის, მასშტაბები

Business News

Lambda Gaming-ის გაბრწყინება CasinoBeats 2024-ზე

8Bit Football Twinko წლის საუკეთესო თამაშად დასახელდა!

ინსპირაცია

ივანე მუხრანბატონი ინოვატორი ანტრეპრენერი XIX საუკუნის საქართველოდან

სწორი მენეჯმენტი, საკუთარი იდეის რწმენა და ინოვაციური აზროვნება ადამიანს მთებს გადაადგმევინებს