Ending Soon! Save 33% on All Access

სტამბოლში, გაეროს მოსახლეობის ფონდის კონფერენციაზე 12 ქვეყნის წარმომადგენლებს "მეამას" გენერალურმა დირექტორმა კომპანიის გამოცდილება გაუზიარა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

მეამა

ოჯახზე მორგებული პოლიტიკის დანერგვის შემდეგ, მამების დეკრეტით 2022 წელს "მეამას" 5 თანამშრომელმა უკვე ისარგებლა.

სტამბოლში გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) კონფერენცია გაიმართა, რომელშიც აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის 12 ქვეყნის მთავრობებისა და ბიზნესის 100-მდე ლიდერი მონაწილეობდა. კონფერენციას "მეამას", "თეგეტას" და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ოჯახზე ორიენტირებული და გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკის გატარების ადვოკატირება გაეროს მოსახლეობის ფონდის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. შესაბამისად კონფერენციის მთავარი თემა იყო საზოგადოებაში ოჯახზე ორიენტირებული პოლიტიკის დანერგვა და განხორციელება, როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო სექტორში, რაც სამუშაო ადგილებზე გენდერული თანასწორობის დამკვიდრებას უწყობს ხელს.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ გაეროს მოსახლეობის ფონდის პარტნიორი ორგანიზაციები საქართველოდან. კერძო სექტორის პანელში "მეამას" გენერალურმა დირექტორმა ელენე ვარსემაშვილმა კონფერენციის მონაწილეებს კომპანიის გამოცდილება გაუზიარა: "2022 წლის დასაწყისში "მეამამ" მზადყოფნა გამოთქვა, გაეროს მოსახლეობის ფონდთან თანამშრომლობით, დანერგოს და გაატაროს ოჯახზე მორგებული პოლიტიკა და ამ გზით, ხელი შეუწყოს სამუშაო ადგილზე გენდერული თანასწორობის დამკვიდრებას. "მეამაში" დასაქმებული მშობლები, როგორც ქალები ასევე მამაკაცები თანაბრად იყენებენ ბავშვის დაბადებისთვის განკუთვნილ დეკრეტს. მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, მამობის შვებულებით 2022 წელს "მეამას" ხუთმა თანამშრომლებმა უკვე ისარგებლა. ჩვენთვის, როგორც კომპანიისთვის, ოჯახის ხელშეწყობის პოლიტიკის დანერგვა მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს და აქტიურად ვმუშაობთ მემორანდუმით გათვალისწინებული საკითხების განხორციელებაზე."

"მეამას" მაგალითით, შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ კომპანიებში ოჯახზე ორიენტირებული პოლიტიკის დანერგვა ხელს უწყობს თანამშრომლების ეფექტურობას და სამუშაო გარემო დასაქმებულებისთვის კიდევ უფრო კომფორტული ხდება. მშობლის შვებულებით სარგებლობის შეთავაზება მამებისთვის, დედებისა და ოჯახებისთვის, ასევე, ოჯახის მხარდამჭერი სხვა სახის ხელშეწყობა, დამსაქმებელთათვისაც ძალიან სასარგებლოა, სამუშაო ადგილზე დასაქმებულთა პროდუქტიულობის გაზრდისა და მათი კომპანიისადმი ერთგულების გაღრმავების თვალსაზრისით.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

4 გაკვეთილი სტივ ჯობსისგან, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგაც აქტუალურია

ჯობსის ქმედებები და სიტყვები უწინდებურად უწყობს ხელს თანამედროვე ბიზნეს პრაქტიკისა და ფილოსოფიის ჩამოყალიბებას

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ