Ending Soon! Save 33% on All Access

თბილისი ვირტუალურ რეალობაში თბილისის დათვალიერება უკვე VR-აპლიკაციის – Virtual Tbilisi-ის მეშვეობით ადგილზე ყოფნის გარეშეც შესაძლებელია

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

VREX

თბილისის დათვალიერება უკვე VR-აპლიკაციის – Virtual Tbilisi-ის მეშვეობით ადგილზე ყოფნის გარეშეც შესაძლებელია. აპლიკაცია თბილისის ტურიზმის ხელშეწყობის და პოპულარიზაციისათვის, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით ქართულმა კომპანია Vrex Immersive-მა შექმნა, რომელიც მომხმარებელს სრულიად ახალ გამოცდილებას და შეგრძნებებს ჰპირდება.

დედაქალაქის ვირტუალური გზით დასათვალიერებლად აპლიკაცია გვთავაზობს თბილისის 22 პოპულარული ტურისტული ლოკაციის 360-გრადუსიანი გამოსახულების მქონე 22 ვიდეორგოლს, თანდართული აუდიოგიდით. მისი მეშვეობით მომხმარებელს შეუძლია ვირტუალურად მოინახულოს დედაქალაქის ტურისტულად აქტიური ადგილები და პარალელურად, აუდოგზით მოისმინოს მათი ისტორია. VIRTUAL TBILISI-ის მეშვეობით შესაძლებელია ისეთი VR-ტურისტული სერვისების მიღება, როგორიცაა ვირტუალური გასეირნება რიყის საბაგიროზე ნარიყალას ციხის მიმართულებით, ასვლა ფუნიკულიორზე მატარებლით, თბილისის STREET ART-ნიმუშების, ეთნოგრაფიული მუზეუმის, სხვადასხვა რეკრეაციული ზონის, კოლორიტული თბილისური ეზოებისა და სხვადასხვა ადგილის დათვალიერება.

ქალაქისთვის აპლიკაციის მნიშვნელობასა და ციფრულ ტენდენციებზე Entrepreneur-ს კომპანია Vrex Immersive-ის თანადამფუძნებელი ნიკოლოზ გოგოჭური ესაუბრა:

„ჩვენ ვქმნით ტურისტულ პლატფორმას, სადაც ტურისტული პროდუქტების მთელი სპექტრია წარმოდგენილი და მის მომხმარებლებს ეძლევათ საშუალება, ვირტუალური რეალობის გამოყენებით შეარჩიონ მათთვის საინტერესო და მათი გემოვნების შესაბამისი ტურისტული პროდუქტი. ცნობილია, რომ ვირტუალური რეალობა დღეს არსებულთაგან ყველაზე შთამბეჭდავი მედიატექნოლოგიაა და დადასტურებულია მარკეტინგში მისი გამოყენების მაღალი ეფექტიანობა. მოცემული პროექტის ფარგლებში, ჩვენ ვფოკუსირდით თბილისზე და ვეცადეთ შეგვექმნა ისეთი აპლიკაცია, რომელიც თბილისს, როგორც მრავალფეროვან ტურისტულ ადგილს, მაქსიმალურად თვალსაჩინოდ წარმოაჩენს".

აპლიკაცია მსურველებისთვის ხელმისაწვდომია Android Play Store და Oculus Go App Store პლატფორმებზე.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფაქტი, რომ აპლიკაცია თავისუფალ წვდომაშია და მისი გამოყენება შეუძლია ნებისმიერ ორგანიზაციას თუ ფიზიკურ პირს. ყველას, ვისაც თბილისის როგორც ტურისტული ადგილის, პოპულარიზაცია სურს, ან რაიმე ინტერესი აქვს თბილისში ტურიზმთან დაკავშირებით", – ამატებს ნიკოლოზ გოგოჭური.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

როგორ დავიწყო ბიზნესი

მცირე ბიზნესის დაწყების 5 მარტივი საფეხური

თუ მცირე საფეხურებად დაყოფთ, დაწყება იმაზე გაცილებით ადვილი გახდება, ვიდრე გგონიათ

ფინანსები

როგორ ვმართოთ ფინანსები სწორად?!

კომპანიის ბუღალტერია გონივრულად დაგეგმეთ და უხელმძღვანელეთ კიდეც

ტექნოლოგიური ტრენდები

ძმები სიმენსები - ამბავი მე-19 საუკუნის საქართველოს ინდუსტრიული რევოლუციის შესახებ

იცით, რისთვის შეხვდა ევროპის ტექნოლოგიური გიგანტის - Siemens-ის დამფუძნებელი, ვერნერ ფონ სიმენსი გრიგოლ ორბელიანს?

როგორ დავიწყო ბიზნესი

ბიზნესის დაწყების 12-ეტაპიანი გზამკვლევი

ყველაფერი ბიზნესის დაწყების შესახებ