Ending Soon! Save 33% on All Access

თბილისში ამერიკული ჰოსპიტალი გაიხსნა პირდაპირი ინვესტიცია 50 მილიონ აშშ დოლარს აღემატება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ამერიკული ჰოსპიტალი

American Intercontinental Healthcare Group-ის ოპერატორობით თბილისში მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი" გაიხსნა, რომელიიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის მხარდაჭერით საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებით შეიქმნა. პროექტის განხორციელებისთვის გაწეული პირდაპირი ინვესტიცია 50 მილიონ აშშ დოლარს აღემატება.

ჯანდაცვის სექტორისთვის სტრატეგიული ობიექტი წარმოდგენილია 183 საწოლით და სხვადასხვა მიმართულების განყოფილებით, რომელიც დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური პერსონალით. ჰოსპიტალი წარმოადგენს საერთაშორისო დონის, ამერიკული სტანდარტების მიხედვით აშენებულ სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც ჩაანაცვლებს უცხოეთში მკურნალობის საჭიროებას და გახდება ამიერკავკასიის სამედიცინო სერვისების ჰაბი.

პროექტს გააჩნია ამბიცია - საქართველოს და რეგიონის სამედიცინო რუკაზე შეიტანოს ცვლილება. კერძოდ, საქართველოში გაიხსნას პირველი გლობალური მასშტაბის ჰოსპიტალი, რომელიც გაივლის Joint Commission International (JCI)-ის სრულ აკრედიტაციას. პროექტის განხორციელებისას, მაღალი ხარისხის აქტივები, სამედიცინო დანიშნულების დანადგარების ნაწილი დაფინანსდა თიბისი ლიზინგის მხარდაჭერით და „აწარმოე საქართველოს" სუბსიდირების პროგრამით.

თიბისი ლიზინგი საქართველოში ჯანდაცვის მიმართულების აქტიური მხარდამჭერია, რაც სამედიცინო დანადგარების მთავარ მომწოდებლებთან პარტნიორობასა და გამარტივებულ დაფინანსებაში გამოიხატება.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

მარკეტინგი

ტრადიციული vs თანამედროვე მარკეტინგი

ტექნოლოგიების განვითარებამ კაცობრიობის ყოველდღიურ ცხოვრებაში არაერთი სიახლე დანერგა

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია