Ending Soon! Save 33% on All Access

"ტენეს" 2022 - სტაბილურობისა და გამოცდილების დაგროვების წელი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

სანდრო ლილუაშვილი − "ტენეს" დამფუძნებელი

2022 წელი კაბელებისა და მობილური ტელეფონის აქსესუარების მწარმოებელი ქართული კომპანია "ტენესათვის" სტაბილურობისა და გამოცდილების დაგროვების წელი აღმოჩნდა.

დამფუძნებელ სანდრო ლილუაშვილის თქმით, "ტენემ" 2022 წლის განმავლობაში მოახერხა ყველა ხილული თუ უხილავი პრობლემის გადაჭრა − უპირველეს ყოვლისა, ყველაზე გამოცდილი თანამშრომლებისგან დაკომპლექტდა მენეჯმენტის რგოლი; აირჩიეს და დანიშნეს ჯგუფების უფროსები და ქარხნის ხელმძღვანელი; მოხდა მათზე მმართველობის ყველა ფუნქცია-მოვალეობის დელეგირება; უკან დაბრუნებული კაბელების ანალიზის საფუძველზე, შეიქმნა კაბელების ახალი, გაუმჯობესებული მოდელები, გადაკეთდა ყალიბები, შეიცვალა მასალებისა და სათადარიგო ნაწილების მომწოდებელი კომპანიები და გაუმჯობესდა ქართული კაბელის ხარისხი.

ასევე, კომპანიის მიერ ნაკისრი ეკოლოგიური და სოციალური პასუხისმგებლობის დამსახურებით, "ტენე" გახდა სოციალურ საწარმოთა კონკურსის გამარჯვებული და მიიღო 2022 წლის სოციალური საწარმოს წოდება.

აღსანიშნავია, რომ "ტენეს" თანმიმდევრულობამ და კომპანიის მიერ განხორციელებულმა ცვლილებებმა გავლენა იქონია მოთხოვნის ზრდაზეც და 2022 წლის მეორე ნახევარში დისტრიბუციის განყოფილებიდან მიღებული ინფორმაციით, მაღაზიებში მომხმარებლები უფრო ხშირად კითხულობდნენ "ტენეს" პროდუქციას, რამაც გააჩინა საწარმოო სიძლიერის ზრდისა და თანამშრომელთა რიცხვის გაორმაგების აუცილებლობა.

"მოთხოვნის ზრდა ვიგრძენით ასევე დიდ ქსელებთან ურთიერთობებში. იმის გამო, რომ "ქართულ კაბელს" კითხულობდნენ მათ ქსელებში, წლის ბოლოს მოხერხდა "სპართან" და "კარფურთან" შეთანხმება, რაც 2021 წლის განმავლობაში პრაქტიკულად შეუძლებელი ამოცანა იყო. ჩვენ შევძელით გაგვეჩინა მოთხოვნა მოსახლეობაში და ამის დამსახურებით, უახლოეს მომავალში "ტენეს" USB-სადენები მათ დახლებზეც გამოჩნდება", − აცხადებს სანდრო ლილუაშვილი, − "მოთხოვნის ზრდა ასევე დაკავშირებულია ზოგადად ჩვენი მოქალაქეების მსყიდველობითი უნარის ზრდასთან და გააქტიურებასთან, რაც თავის მხრივ, რაოდენ უხერხულადაც უნდა ჟღერდეს, რუსეთ-უკრაინის ომმა განაპირობა. ომის ფაქტორმა დადებითი ეფექტი იქონია ჩვენს ეკონომიკაზე, რამაც პოსტპანდემიური ბაზარი სწრაფად გამოაცოცხლა".

სანდროს ვარაუდით, 2023 წელი კიდევ უფრო დიდი ზრდის წელი იქნება "ტენესათვის". როგორც კომპანიის დამფუძნებელი აღნიშნავს, მოხდება მომხმარებლის ქცევის ცვლილება: თუ აქამდე USB-კაბელი არაპერსპექტიულ მიმართულებად მიიჩნეოდა სუპერმარკეტებში და არ გამოირჩეოდა დიდი გაყიდვებით, 2023 წლიდან მომხმარებლები აქტიურად დაიწყებენ სუპერმარკეტებში მათ შეძენას.

შესაბამისად, ამ მოლოდინზე დაყრდნობით, მომავალი წლიდან "ტენეს" ქარხანა მუშაობის 24-საათიან რეჟიმზე გადავა და დასაქმებულთა რაოდენობას კიდევ უფრო გაზრდის.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

სიახლეები

მეიჯერელ საქართველო დისტანციურ დასაქმებას განაგრძობს

"მეიჯერელი" სწრაფად იზრდება, ყოველ წელს ახალი დამკვეთები შემოდიან საქართველოს ბაზარზე, რაც კომპანიას კიდევ უფრო მეტი ადამიანის დასაქმების საშუალებას აძლევს

მარკეტინგი

ტრადიციული vs თანამედროვე მარკეტინგი

ტექნოლოგიების განვითარებამ კაცობრიობის ყოველდღიურ ცხოვრებაში არაერთი სიახლე დანერგა