Ending Soon! Save 33% on All Access

ტერაბანკისა და ტერა ლიზინგის სპონსორობით, აგროტექნოლოგიებისა და აგროინოვაციების ფორუმი ჩატარდა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ტერაბანკისა და ტერა ლიზინგის სპონსორობით, სასტუმრო "სტამბამ" აგროტექნოლოგიებისა და აგროინოვაციების ფორუმს უმასპინძლა. ღონისძიების მიმდინარეობისას მონაწილეებსა და სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ადგილობრივი თუ საერთაშორისო სპიკერებისგან პრაქტიკული რჩევები მიეღოთ, აქტუალური პანელური დისკუსიებისთვის მოესმინათ და ახალი, სასარგებლო კავშირები დაემყარებინათ. აღსანიშნავია, რომ ფორუმის ფარგლებში ჩატარდა ადგილობრივი სტარტაპების პრეზენტაციები და უახლესი ქართული აგროტექნოლოგიებისა და აგროინოვაციების გამოფენა, რომელმაც სტუმრების დიდი დაინტერესება გამოიწვია.

ტერაბანკის ერთ-ერთი მიზანი აგრარულ სფეროში მრავალფეროვანი ბიზნესების განვითარების მხარდაჭერა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და თანამედროვე სამეწარმეო კულტურის დამკვიდრებაა. ამ მიზნის მიღწევისთვის, ბანკი ბიზნესებს, რომლებიც აგრომიმართულებით საქმიანობენ, კონკრეტულად მათ საჭიროებებსა და პრიორიტეტებზე მორგებული პროდუქტებსა და სერვისებს სთავაზობს, რაც მნიშვნელოვან ხელშეწყობას წარმოადგენს იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც აგრარული ბიზნესის დაწყების ან უკვე არსებულის გაფართოებისა და გადაიარაღებისთვის დაფინანსება სჭირდებათ. აღსანიშნავია, რომ ტერაბანკი აგრომიმართულებით წარმატებით თანამშრომლობს სააგენტოსთან "აწარმოე საქართველოში" და სოფლის განვითარების სააგენტოსთან. ამ პარტნიორობის ფარგლებში კი, კონკრეტული პროდუქტების შეთავაზებასთან ერთად, ფერმერებისთვის არსებული პროგრამებისა და შესაძლებლობების გაცნობაზეც ზრუნავს.

"ტერაბანკის ერთ-ერთი სტრატეგიული სეგმენტი მცირე და საშუალო ბიზნესია, რომლის მხარდაჭერის ფარგლებშიც განსაკუთრებით მნიშვნელოვან აქცენტს აგრომიმართულებაზე ვაკეთებთ. ამ ერთი შეხედვით ტრადიციულ სფეროში ინოვაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრირება ფერმერებს საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდაში ეხმარება. შესაბამისად, ამ ფორუმის ჩატარება მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ჩვენთვის კი წარმოადგენდა შესაძლებლობას, კიდევ ერთხელ გამოგვეხატა იმ ბიზნესების თანადგომა და ხელშეწყობა, რომლებიც აგრომიმართულებით საქმიანობენ", - აცხადებენ ტერაბანკში.

ფორუმმა ჯამში 200-მდე დამსწრე — ფერმერები, მწარმოებლები, ტექნოლოგიური მეწარმეები, სტარტაპები, ინვესტორები, საერთაშორისო მისიებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები გააერთიანა. ღონისძიება ორგანიზებული იყო სტარტაპ ბიუროს მიერ, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით. ტერაბანკსა და ტერა ლიზინგთან ერთად, ფორუმის მხარდამჭერებს წარმოადგენდნენ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო და Future Agro Challenge Georgia.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

სიახლეები

Tazo Design - თანამედროვე ტექნოლოგიები და უნიკალური ხედვა ინდუსტრიულ დიზაინში

"მომწონს, როცა ხელოვნება და ტექნოლოგია ხვდება ერთმანეთს და თან გარკვეულ პრობლემას ჭრის. სწორედ თვითგამოხატვის ეს საშუალებაა ინდუსტრიული დიზაინი"

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ