Ending Soon! Save 33% on All Access

"ტესლა" შევა ინდოეთის ბაზარზე, როგორც კი..." ილონ მასკი პრემიერმინისტრ ნარენდრა მოდისთან შეხვედრის შემდეგ

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ინდოეთის პრემიერმინისტრი ნარენდრა მოდი 21 ივნისს აშშ-ში სამდღიანი სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში Tesla-ს აღმასრულებელ დირექტორს და Twitter-ის მფლობელს, ილონ მასკს შეხვდა. "ნარენდრა მოდის ფანი ვარ", − განუცხადა მასკმა ჟურნალისტებს შეხვედრის შემდეგ.

"ეს იყო ფანტასტიკური შეხვედრა პრემიერმინისტრთან და მე ის ძალიან მომწონს. ის მოდი რამდენიმე წლის წინ ეწვია ჩვენს საწარმოს. ასე რომ, ჩვენ ცოტა ხნით ვიცნობთ ერთმანეთს", − განაცხადა მასკმა, −. "წარმოუდგენლად აღფრთოვანებული ვარ ინდოეთის მომავლით. ვფიქრობ, ინდოეთს უფრო მეტი დაპირება აქვს, ვიდრე მსოფლიოს ნებისმიერ დიდ ქვეყანას".

აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ პრემიერ მინისტრი თავდაპირველად მასკს 2015 წელს შეხვდა კალიფორნიაში, Tesla Motors-ის საწარმოსში ვიზიტის დროს.

"პრემიერი მოდი ნამდვილად ზრუნავს ინდოეთზე, რადგან ის გვაიძულებს განვახორციელოთ მნიშვნელოვანი ინვესტიცია ინდოეთში, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ჩვენ უბრალოდ უნდა შევარჩიოთ სწორი დრო", − დასძინა Twitter-ის ხელმძღვანელმა, − "მას ნამდვილად სურს გააკეთოს სწორი რამ ინდოეთისთვის. მას სურს იყოს ღია, მას სურს იყოს კომპანიების მხარდამჭერი კომპანიების მიმართდა ცხადია, ამავდროულად, რომ ეს ინდოეთის უპირატესობაზე მეტყველებს".

https://twitter.com/narendramodi/status/1671342741857632256/photo/1

The Wall Street Journal-თან ინტერვიუში მასკს ჰკითხეს, დაინტერესდა თუ არა ავტომწარმოებელი ინდური ბაზრით. "აბსოლუტურად", − უპასუხა მან.

მასკთან შეხვედრისას პრემიერმინისტრმა ნარენდრა მოდიმ ტვიტერზე განცხადება გამოაქვეყნა: "შესანიშნავი შეხვედრა დღეს ილონ მასკთან! ჩვენ გვქონდა მრავალმხრივი საუბრები − ენერგიიდან დაწყებული, სულიერ საკითხებამდე დასრულებული". მასკმა აღნიშნულ პოსტს კი ასე უპასუხა: "ჩემთვის პატივი იყო ხელახლა შეხვედრა".

პრემიერმინისტრმა დააფასა მასკის ძალისხმევა სხვადასხვა სექტორში ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის კუთხით. მან მიიწვია მასკი ინდოეთში, რათა გამოიკვლიოს შესაძლებლობები ელექტრომობილებსა და კომერციული კოსმოსის სექტორში ინვესტიციებისთვის.

პრემიერმინისტრი სახელმწიფო ვიზიტით სამშაბათს დილით გაემგზავრა აშშ-ში. მისი მარშრუტის მთავარი პუნქტები მოიცავს მიმართვას აშშ-ის კონგრესის ერთობლივ სესიაზე, შეხვედრებს ბიზნესლიდერებთან, და ინდოელ ემიგრანტებთან და სახელმწიფო ვახშამს თეთრ სახლში, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან.

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

სიახლეები

Tazo Design - თანამედროვე ტექნოლოგიები და უნიკალური ხედვა ინდუსტრიულ დიზაინში

"მომწონს, როცა ხელოვნება და ტექნოლოგია ხვდება ერთმანეთს და თან გარკვეულ პრობლემას ჭრის. სწორედ თვითგამოხატვის ეს საშუალებაა ინდუსტრიული დიზაინი"

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ