Get All Access for $5/mo

THE Crossroads - ეს შენი შესაძლებლობაა, რომელიც ხელიდან არ უნდა გაუშვა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

THE Crossroads

THE Crossroads - არის ახალი პლატფორმა, რომელიც მიზნად ისახავს სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერებას. ინიციატივა ხელს შეუწყობს სტარტაპებსა და ინვესტორებს მათივე ინტერესებზე მორგებული ეკოსისტემის შექმნასა და განვითარებაში.

ეს გულისხმობს როგორც სტარტაპების საჭიროებების განსაზღვრას და შესაბამისი ინტერესების მქონე ინვესტორებთან დაკავშირებას, ასევე სახელმწიფოსა და ეკოსისტემის სხვა მონაწილეების ჩართულობას დიალოგში. ამისათვის:

THE Crossroads დაგეგმილი აქვს შემდეგი ეტაპები:

  • ონლაინ სტარტაპ კონკურსი - 25 ივლისი - 5 აგვისტომდე
  • საკონკურსო შედეგების გამოვლენა - 10 აგვისტო
  • სტარტაპების აქსელერაციის მოკლევადიანი პროგრამა - 20 დან - 30 აგვისტომდე
  • და THE Crossroads პლათფორმის გახსნითი ღონისძიება 1-3 სექტემბერი
  • გამარჯვებული სტარტაპების დაჯილდოვება, რომელიც 3 სექტემბერს გაიმართება

THE Crossroads სტარტაპ კონკურსის გამარჯვებულებს საშუალება ექნებათ:

  • იმუშაონ საკუთარ განვითარებაზე მსოფლიოში წამყვან მენტორებთან ერთად
  • მონაწილეობა მიიღონ გლობალურ აქსელერაციის პროგრამებში
  • გააუმჯობესონ საკუთარი პროდუქტი ინდუსტრიის მოწინავე ექსპერტებთან ერთად
  • შეიმუშაონ ყველაზე ეფექტური ბიზნეს მოდელი
  • განავითარონ მომხმარებლისთვის ყველაზე მომხიბვლელი კონცეფცია
  • ქონდეთ წვდომა გლობალურ ფონდებზე

რეგიონული ღონისძიება თავს მოუყრის მსოფლიოში წარმატებულ სტარტაპებს, სპიკერებს, ინვესტორებს, ტექნოლოგიების სფეროში მოქმედ კომპანიებს და ექსპერტებს იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროს განვითარებას და რაც მთავარია ინვესტიციების მოზიდვას ქვეყანაში.

მონაწილე ქვეყნები:

საქართველო, აშშ, პორტუგალია, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, უზბეკეთი, ესტონეთი, უნგრეთი, სერბეთი, გაერთიანებული ემირატები, ინდოეთი, სრაელი, უნგრეთი

თემები:

ხელოვნური ინტელექტი და ციფრული ტრანსფორმაცია, რობოტიკა, ფინტეკი, მობილურობა, ტელეკომუნიკაციები, აგრო-ტექნოლოგიები, განათლების და ჯანდაცვის სფეროებში არსებული ტექნოლოგიები, მდგრადი განვითარება და ე.წ მომავალი თაობის ინფრასტრუქტურა.

დარეგისტრირდი https://thecrossroads.global/register/

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

სიახლეები

როგორ დავიწყოთ ბიზნესი?

გიორგი შარაშიძის საავტორო ონლაინ კურსი მათთვის, ვისაც პიროვნული ტრანსფორმაცია, ახალი მიზნების დასახვა და საკუთარი ბიზნესის დასაწყებად საჭირო ცოდნის მიღება სურს

მენეჯმენტი

8 ტიპის ადამიანი, რომელსაც აუცილებლად უნდა მოერიდოთ

ამ თვისებების მქონე ადამიანები ენერგიას გამოგაცლიან და თქვენს ბიზნესსაც მძიმე ტვირთად დააწვებიან