Ending Soon! Save 33% on All Access

თიბისი ბანკმა $50 მლნ ფინანსური რესურსი მოიზიდა ბანკმა ოპეკის საერთაშორისო განვითარების ფონდისგან 50 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სასესხო ხელშეკრულება გააფორმა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თიბისი ბანკი

თიბისი ბანკმა ოპეკის საერთაშორისო განვითარების ფონდისგან 50 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სასესხო ხელშეკრულება გააფორმა. ფინანსური რესურსი საქართველოში საერთაშორისო ვაჭრობის დაფინანსებას მოხმარდება.

"მოხარული ვარ, რომ ოპეკის საერთაშორისო განვითარების ფონდთან ასეთი წარმატებული თანამშრომლობა შედგა. მოზიდული ფინანსური რესურსით თიბისი ადგილობრივი ბიზნესების უფრო აქტიურ მხარდაჭერას გააგრძელებს, მათი საერთაშორისო ოპერაციების დაფინანსების მიმართულებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე. მინდა, მადლობა გადავუხადო ოპეკის ფონდს პარტნიორობისა და მხარდაჭერისთვის." - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

ოპეკის საერთაშორისო განვითარების ფონდი OPEC-ის სტრუქტურაში შემავალი წევრების მიერ 1976 წელს დაარსდა განვითრებად ქვეყნებში ეკონომიკის ზრდის ხელშეწყობის მიზნით. ოპეკის ფონდი ფოკუსირებულია ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: კვება, ენერგია, სუფთა წყალი და სანიტარია, ასევე ჯანდაცვა და განათლება.
Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

როგორ დავიწყო ბიზნესი

მცირე ბიზნესის დაწყების 5 მარტივი საფეხური

თუ მცირე საფეხურებად დაყოფთ, დაწყება იმაზე გაცილებით ადვილი გახდება, ვიდრე გგონიათ

ფინანსები

როგორ ვმართოთ ფინანსები სწორად?!

კომპანიის ბუღალტერია გონივრულად დაგეგმეთ და უხელმძღვანელეთ კიდეც

სიახლეები

ცოტა რამ გია დვალის შესახებ

ქართველი მეცნიერი ავტორიტეტად მიიჩნევა თეორიული ფიზიკის დარგში

როგორ დავიწყო ბიზნესი

ბიზნესის დაწყების 12-ეტაპიანი გზამკვლევი

ყველაფერი ბიზნესის დაწყების შესახებ